ფრანც ბეკენბაუერმა ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკა დაუწუნა

AutoSharing Option
"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა განიხილა მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკა "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში. მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობაში მინდორზე იყვნენ საყრდენი ნახევარმცველები - ჩაბი ალონსო და ბასტიან შვაინშტაიგერი, რაც კაიზერ ფრანცის აზრით, შეცდომა იყო.

"ალონსო და შვაინშტაიგერი ერთად მოედანზე - ძალიან არადინამიკურია. ასეთი განლაგებით ძალიან დიდი აქცენტი კეთდება დაცვაზე. ეს არ არის "ბაიერნის" სათამაშო ფილოსოფია.

შვაინშტაიგერი ალონსოზე უკეთ უტევს, ეს უკანასკნელი კი დაცვაშია უფრო ძლიერი. საჭიროა მათ შორის არჩევა", - ამბობს ბეკენბაუერი, რომელმაც იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ნახევარმცველები კარგად არ არიან
შეთამაშებულები და ასეთი განლაგებით გუნდს ძალიან ბევრი კონტრშეტევა ეპარება.

გვარდიოლას პასუხმა არ დააგვიანა: "ბურთი ყოველთვის უფრო სწრაფია მსოფლიოს ყველაზე სწრაფ ფეხბურთელზე. თუ მე დავიწყებ მოთამაშეების შეცვლას და ისინი მოტოციკლებით ითამაშებენ, მაშინ, შესაძლოა, შევძლოთ მეტოქეთა კონტრშეტევების გაკონტროლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრეც გინდატ!!! დორტმუნდის საცოდაობა ტქვენი ბრალია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული