სამი ხედირა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე თანახმაა

AutoSharing Option
თუ გამოცემა Daily Express-ს ვერწმუნებით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ თანხმობა განაცხადა "ბაიერნთან" კონტრაქტის გაფორმებაზე. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი რეგულარულად ვერ ხვდება "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში და არ აპირებს ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რომელსაც 2015 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.

თუ გარიგება შედგება, მსოფლიოს 27 წლის ჩემპიონი მიუნხენურ კლუბთან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს კონტრაქტს. ხედირას გადაბირებაზე კიდევ ერთ კანდიდატად დორტმუნდის "ბორუსიას" ასახელებენ.

გერმანიაში ხედირა 2006-10 წლებში "შტუტგარტის" შემადგენლობაში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 15 მატჩში დაიცვა "რეალის" ღირსება და როგორც წესი, ბოლო 15-20
წუთი უწევდა თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული