ფრაიბურგში დიდი მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
ორი დღის წინ ბრაისგაუს მცხოვრებლებმა არჩევანი გააკეთეს ქალაქ ფრაიბურგში ახალი საფეხბურთო სტადიონის აშენების სასარგებლოდ.

ახალი არენა კლუბსა და ქალაქს 117 მილიონი ევრო დაუჯდება.

სტადიონის სახელწოდება იქნება "wolfswinkel" და ის დაახლოებით 35 ათას მაყურებელს დაიტევს.

არენის აშენებას მხარი დაუჭირა მოსახლეობის 58.2-მა პროცენტმა.

აღვნიშნავთ, რომ დღევანდელი სტადიონი, რომელზეც "ფრაიბურგი" საშინაო თამაშებს ატარებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, თან მხოლოდ 24 ათას მაყურებელს იტევს.

ახალი არენა 2019 წელს შევა ექსპლუატაციაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული