მიმდინარე სეზონში 25 წლის გაბონელმა 27 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.
"მინდა თუ არა "სენტ ეტიენში" დაბრუნება? დიახ, ამის დიდი იმედი მაქვს, - ამბობს ობამეიანგი. -ამ კლუბმა უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. გულშემატკივრები ძალიან მადლიერნი იყვნენ ჩემით. "სენტ ეტიენი" ჩემი ნაწილი გახდა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"