გიუნდოგანის განდაგანა დამთავრდა

AutoSharing Option

როგორც იქნა, „ნიურნბერგის“ ნიჭიერმა ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო: ის უარს ამბობს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და მომავალშიც გერმანიის ღირსებას დაიცავს. თურქები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რომ 20 წლის ტალანტი გადაებირებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამრიგად, მეჰმეთ ექიჩისგან განსხვავებით, რომელიც გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ თურქეთის ნაკრებში თამაში მოისურვა, გიუნდოგანმა უპირატესობა გერმანიას მიანიჭა.

„წარმოშობით თურქი ვარ, მაგრამ გერმანიაში გავიზარდე და ამ ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეროვნული ნაკრებიც გერმანიისა უნ

და ავირჩიო. სამწუხაროა, რომ ჩემი მეგობარი მეჰმეთი სხვანაირად მოიქცა და ერთ ნაკრებში ვერ ვითამაშებთ, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო, მე კი თავს უფრო გერმანელად მივიჩნევ“, - უთხრა გიუნდოგანმა „ბილდს“ და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების გერმანიის სასარგებლოდ მიღება მასაც გაუჭირდა.

თურქები კი გერმანიაში აღზრდილ ტალანტებზე ნადირობას აგრძელებენ და გიუნდოგანის უარის მერე, მიზანი „ფრაიბურგის“ ფეხბურთელ იომერ ტოპრაკისკენ მიმართეს. თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი მას რამდენჯერმე პირადად დააკვირდა. ტოპრაკის გარდა, თურქები „ჰამბურგის“ ნიჭიერ თავდამსხმელ თუნაი თორუნს და „კიოლნის“ ნახევარმცველ თანერ იალჩინსაც უმიზნებენ.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული