* "აუგსბურგმა" თავის ისტორიაში 50-ე მატჩი წააგო.
* თომას შააფმა მწვრთნელის რანგში 500-ე მატჩი ჩაატარა.
* "პადერბორნმა" შეწყვიტა 9-მატჩიანი მოუგებელი სერია.
* "ჰოფენჰაიმმა" პირველი ქულები აიღო მეორე წრეში.
* "შტუტგარტს" 21 ტურში მხოლოდ 18 ქულა აქვს - ასეთი შედეგი გუნდს ისტორიაში არ ჰქონია.
* "შტუტგარტი" 446 წუთი ვერ ახერხებდა გოლის გატანას.
* დორტმუნდი" ბოლო 21 მატჩია, არ მარცხდება პარასკევის მატჩში - 15 მოგება და 6 წაგება.
ორი გოლი დააკლდათ ბუნდესლიგის გუნდებს
მიუხედავად იმისა, რომ ტურის მთავარი მატჩი ლევერკუზენში გაიმართა, მიმოხილვა დავიწყოთ ლიდერის საშინაო მატჩით "ჰამბურგთან". ეს იყო "ბაიერნის" ბოლო რეპეტიცია "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ და პეპ გვარდიოლას გუნდმა გამოცდა სანიმუშოდ ჩააბარა.
არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ "ჰამბურგი" ამ მატჩში სენსაციის მოხდენას შეძლებდა, თუმცა სტუმრების დამრიგებელმა ჯო ცინბაუერმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა და სასტარტო შემადგენლობაში ორი ფორვარდი შეიყვანა. გარდა ამისა, ერთ-ერთ საყრდენად ვან დერ ვაარტი დააყენა. ამ ავანტიურას "ჰამბურგისთვის" არანაირი შედეგი არ მოუტანია - გუნდმა მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და "ბაიერნი" მთელი 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ დაჯარიმდა.
თითოეული საგოლე ეპიზოდის აღწერას აზრი არ აქვს, თუმცა რამდენიმე მომენტი უნდა გამოვყოთ. ერთ-ერთია ჰოლგერ ბადშტუბერის დაბრუნება, რომელმაც ხუთი თვე გამოტოვა მარცხენა ბარძაყზე კუნთის გაწყვეტის გამო. გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა 90 წუთი დაჰყო მოედანზე, 13-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო, სამჯერ ჩაჭრა მეტოქის სახიფათო პასი და თითქოს არ ცდებოდა გრძელი პასების დროს. გარდა ამისა, მან და ბენატიამ მთლიანად გამოთიშეს თამაშიდან ივიცა ოლიჩი და ცინბაუერს ვეტერანი ხორვატის შეცვლა პირველივე ტაიმში მოუწია.
"ჰამბურგის" განადგურება "ალიანს არენაზე" წინასწარ იყო გამოცხადებული. ამ გუნდს მიუნხენში ბოლო ოთხი მატჩი ასეთი ანგარიშით ჰქონდა წაგებული - 1:3, 2:9, 0:5: 0:6. ამას დაემატა 0:8 და ისე გამოვიდა, რომ ბოლო ხუთ შეხვედრაში "ჰამბურგმა" "ბაიერნისგან" 31 (!) გოლი მიიღო.
ამ მატჩამდე მეორე წრეში უგოლოდ იყვნენ რეკორდმაისტერის შემტევები - თომას მიულერი, მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი და მათ კარგად გამოიყენეს მეტოქის უნიათობა ნავსის გასატეხად. მიულერმა ოთხ გოლში მიიღო მონაწილეობა (2+2), ლევანდოვსკიმ ერთი გოლი შეაგდო, გიოტცემ კი დუბლი და საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და ამით შეწყვიტა რვამატჩიანი უგოლო სერია.
ისევ შეუჩერებელია არიენ რობენი - ჰოლანდიელმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში დაეწია ლიდერ ალექსანდრ მაიერს.
მთავარი მომენტი კი ის არის, რომ "ჰამბურგმა" რვაბურთიანი სხვაობით პირველად წააგო მატჩი ბუნდესლიგაში. ასე რომ, "ბაიერნი" ხელიდან არ უშვებს მომენტს - დაამციროს ეს პრინციპული მეტოქე და ასე მაინც მოახდინოს იმ ნაკლის კომპენსაცია, რომ "ჰამბურგი" არასოდეს გავარდნილა მეორე ბუნდესლიგაში, ბავარიელები კი ერთ სეზონში არ იყვნენ გერმანიის უმაღლეს დივიზიონში.
იხილეთ ვიდეო
* * *
და მივადექით მატჩს, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესოა მიმდინარე სეზონში. "ლევერკუზენი" ცუდ მდგომარეობაში შეხვდა "ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრას. როჯერ შმიდტის გუნდს მეორე წრეში მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გატანილი, უკანა ხაზში კი ორი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი აკლდა - თოფრაქი და ვენდელი.ეს და სხვა პრობლემები პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოჩნდა. "მგლებმა" გადაუარეს "ფარმაცევტებს" და ანგარიში - 3:0 სავსებით ლოგიკური იყო. თითქოს, ასეთი დარტყმის შემდეგ "ბაიერი" გონს ვეღარ უნდა მოსულიყო, მაგრამ მოულოდნელად გაიბრწყინა ჰეონ-მინ სონმა, რომელმაც 10 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მის გოლებს შორის ასევე შედგა ბას დოსტის ჰეთ-თრიკი და შემდეგ იყო ქარიმ ბელარაბის მეკარესთან პირისპირ გასვლა, რასაც ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა - 4:4.
ამის შემდეგ 10 წუთი თამაში დაწყნარდა, 82-ე წუთზე კი "ლევერკუზენი" მესამე წამყვანი მცველის გარეშე დარჩა მოედანზე, რადგან გააძევეს ემირ სპაჰიჩი. შესაბამისად, "მგლებს" ისევ გაუჩნდათ საბოლოო წარმატების შანსი, რაც გამოიყენეს ბანალური ხერხით: ისევ ფლანგიდან ჩაწოდება და ისევ ბას დოსტის ზუსტი დარტყმა. ჰოლანდიელს სულ ოთხი დარტყმა ჰქონდა და საბოლოოდ, პოკერი შეასრულა, რაც მეორეა "ვოლფსბურგის" ისტორიაში. პირველის ავტორი მარტინ პეტროვი იყო.
"ლევერკუზენმა" ბოლო 11 თვის განმავლობაში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე. გარდა ამისა, როჯერ შმიდტის ხელმძღვანელობით, წელს პირველად დათმო ზედიზედ ორი მატჩი და მეორე წრეში ოთხ თამაშში მხოლოდ ოთხი ქულა აქვს აღებული. რაც შეეხება "ვოლფსბურგს", მან პირველად მოიგო ლევერკუზენში (მანამდე 4 ფრე და 13 წაგება ჰქონდა) და ახლა ლიგაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია აქვს - 9 მატჩი.
* * *
"ლევერკუზენის" ბედად, ამ ტურში წააგეს "აუგსბურგმა" და "შალკემ". ამიტომაც "ფარმაცევტები" ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ისევ ახლოს არიან. ამისთვის "ბაიერმა" მადლობა უნდა უთხრას "ვერდერს", რომელმაც "აუგსბურგი" დაამარცხა, მაგრამ, მეორე მხრივ, "ლევერკუზენი" თავად ბრემენულ კლუბს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. ვიქტორ სკრიპნიკის გუნდს ზედიზედ მეხუთე მოგება დაუგროვდა - ასეთი სერია "ვერდერს" ბოლო რვა წელია, არ ჰქონია.რაც შეეხება "შალკეს", მან ისევ ექვსი ნომინალური მცველით ითამაშა, ამჯერად, შემტევი თამაშის მოყვარულ "აინტრახტთან" და ვერ გაიარა რეპეტიცია "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ. რობერტო დი მატეოს გუნდმა პირველ ტაიმში რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა - მასპინძლები მეკარე ტრაპმა (სულ 6 სეივი ჰქონდა) გადაარჩინა.
"აინტრახტმა" კი ორადორი ზუსტი დარტყმიდან ერთი გამოიყენა და კარგი საჩუქარი გაუკეთა იუბილარ მწვრთნელს - თომას შააფი მე-500 მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში. ფრანკფურტელებმა ამ მოგებით შეწყვიტეს საკუთარი ექვსმატჩიანი მოუგებელი და "შალკეს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა "გლადბახმა" ისევ იწვალა, მაგრამ მესამე მატჩი მოიგო მეორე წრეში ერთნაირი ანგარიშით - 1:0. რაინის 82-ე დერბიში ყველაფერი გადაწყვიტა გრანიტ ჯაკას მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა.
* * *
"დორტმუნდი" თანდათან საკუთარ თავს ემსგავსება. "ფრაიბურგთან" 3:0 მოგების შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა ამჯერად ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და შინ 4:2 დაამარცხა "მაინცი". "ბორუსიამ" პირველივე წუთზე გაუშვა ელკინ სოტოსგან. აქამდე მიმდინარე სეზონში დორტმუნდელები 12 მატჩში ჩამორჩნენ მეტოქეს და აქედან ერთხელ მიაღწიეს ფრეს, 11-ჯერ (!) კი დამარცხდნენ. ახლაც, პირველ ტაიმში მასპინძლებმა ვერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მეორე ნახევრის დებიუტში წინ გავიდნენ. 57-ე წუთზე თანაფარდობა მალიმ აღადგინა, მაგრამ "ბორუსია" არც ამჯერად გატყდა ფსიქოლოგიურად და ბოლო ხუთი თვის განმავლობაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი.
იხილეთ ვიდეო
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
13 თებერვალი
დორტმუნდი-მაინცი 4:2
გოლები: 0:1 სოტო (1), 1:1 სუბოტიჩი (50), 2:1 როისი (55), 2:2 მალი (57), 3:2 ობამეიანგი (71), 4:2 შაჰინი (78)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, გიუნდოგანი, შაჰინი, კამპლი (70. მხითარიანი), კაგავა (78. გინტერი), როისი (84. რამოსი), ობამეიანგი.
მაინცი: კაპინო, ბროსინსკი, ბელი, ბუნგერტი, ბენგტსონი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, სოტო (78. კლემენსი), მალი, ჰოფმანი (55. კოო), ოკაზაკი (82. დე ბლასისი).
გაფრთხილება: - ბროსინკი
კუთხური: 7-3 ჯარიმა: 14-12 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 21(10)-6(3) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 80 200
14 თებერვალი
ბაიერნი-ჰამბურგი 8:0
გოლები: 1:0 ტ. მიულერი (21-პენ), 2:0 გიოტცე (23), 3:0 რობენი (36), 4:0 რობენი (47), 5:0 ტ. მიულერი (55), 6:0 ლევანდოვსკი (56), 7:0 რიბერი (69), 8:0 გიოტცე (88)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია (59. რიბერი), ბადშტუბერი, ბერნატი, შვაინშტაიგერი, ალაბა, გიოტცე, რობენი (71. პისარო), მიულერი (66. გაუდინო), ლევანდოვსკი.
ჰამბურგი: დრობნი, გიოტცი, ჯურუ, ვესტერმანი, მარკოსი (57. ოშტრჩოლეკი), დიასი, ვან დერ ვაარტი (57. ირაჩეკი), შტიბერი, იანსენი, რუდნევსი, ოლიჩი (23. ნ. მიულერი).
გაფრთხილება: - ვან დერ ვაარტი
კუთხური: 3-0 ჯარიმა: 3-15 თამაშგარე: 9-5 კარში დარტყმა: 25(14)-7(2) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 75 000
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 4:5
გოლები: 0:1 დოსტი (6), 0:2 ნალდო (17), 0:3 დოსტი (29), 1:3 სონი (57), 2:3 სონი (62), 2:4 დოსტი (63), 3:4 სონი (67), 4:4 ბელარაბი (72), 4:5 დოსტი (90+3)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, სპაჰიჩი, პაპადოპულოსი, ბიონიში, ლ. ბენდერი (46. როლფესი), გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ (46. ბრანდტი), სონი, კისლინგი (46. დრმიჩი).
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი (78. გილავოგი), კალიჯური (90+1. იუნგი), დე ბრუინი, შიურლე (71. ჰანტი), დოსტი.
გაძევება: სპაჰიჩი (82. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: ბიონიში, როლფესი, პაპადოპულოსი, გონსალო კასტრო - ნალდო
კუთხური: 5-1 ჯარიმა: 23-11 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 15(7)-13(9) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 29 227
გლადბახი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 ჯაკა (90+1)
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, ბროუერსი, დომინგესი, კრამერი, ჯაკა, ტრაორე (73. აზარი), ჰერმანი, რაფაელი (82. ჰრგოტა), მ. კრუზე (90+4. შტრანცლი).
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მავრაი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, რისე (86. ნაგასავა), ჰალფარი, უჯა (63. პეშკო), ოსაკო (77. დეივერსონი).
გაფრთხილება: ჯაკა, ჰაზარი - ვიმერი, ოსაკო, რისე, პეშკო
კუთხური: 10-1 ჯარიმა: 10-12 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(8)-14(1) ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 54 010
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინო (30), 1:1 საკაი (39), 2:1 რუდი (90+3)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, აბრაჰამი (83. ტოლიანი), ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი, შვეგლერი, ამირი (57. სალიჰოვიჩი), ფოლანდი, რობერტო ფირმინო, შიპლოკი (72. მოდესტე).
შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, ორიოლ რომეუ, კლაინი (78. იბიშევიჩი), ლაიტნერი (69. მაქსიმი), გენტნერი, ჰარნიკი (87. სერეი დიე), ვერნერი.
გაფრთხილება: შვეგლერი, შიპლოკი, აბრაჰამი - ვერნერი, ნიდერმაიერი, გენტნერი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 22-21 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 21(6)-7(3) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 29 309
ვერდერი-აუგსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ლუკიმია (16), 1:1 კლავანი (21), 2:1 დი სანტო (23-პენ), 3:1 გებრესელასიე (45), 3:2 ვერნერი (79)
ვერდერი: ვოლფი, გებრესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, გარსია, კროოსი, ფრიტცი (46. აიჩიჩექი), იუნუზოვიჩი, ბარტელსი, დი სანტო (86. მაკიადი), ზელკე (75. იოზთუნალი).
აუგსბურგი: მანინგერი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ბობადილია (58. კაიუბი), ჰოიბერგი (57. კორი), ჰალილ ალთინთოფი (72. პარკერი), ტობიას ვერნერი, დონ-ვონ ჟი.
გაფრთხილება: დი სანტო, აიჩიჩექი - ბობადილია, ფოილნერი
კუთხური: 5-10 ჯარიმა: 19-14 თამაშგარე: 0-2 კარში დარტყმა: 19(9)-16(4) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 39 746
აინტრახტი-შალკე 1:0
გოლი: პიაზონი (65)
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, მადლუნგი, რუსი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა (88. მედოიევიჩი), აიგნერი, კიტელი (46. პიაზონი), სეფეროვიჩი (90. ფლუმი), მაიერი.
შალკე: ველენროიტერი, უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ფუხსი (82. სემი), კირხოფი, ჰიოგერი, ბარნეტა (68. მაიერი), კ-პ. ბოატენგი (79. პლატე), ჩუპო-მოტინგი.
გაფრთხილება: კიტელი, სეფეროვიჩი, რუსი, ჰასებე, პიაზონი - ჰიოგერი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 21-12 თამაშგარე: 5-10 კარში დარტყმა: 8(2)-8(6) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 50 400
15 თებერვალი
ჰერტა-ფრაიბურგი 0:2
გოლები: 0:1 კლაუსი (14), 0:2 ფილიპი (52)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, რონი (64. ჰოსოგაი), კალუ (75. ვაგნერი), შტოკერი, შულცი (46. ბეერენსი), შიბერი.
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, ზორგი (86. შუსტერი), დარიდა, კლაუსი (90+4. მუიჯა), შმიდი, ფილიპი (82. კატი), გუედე.
გაფრთხილება: პლატენჰარდტი, სკიელბრედი - შმიდი, ბიურკი
კუთხური: 2-1 ჯარიმა: 20-15 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 11(6)-8(3) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 37 617
ჰანოვერი-პადერბორნი 1:2
გოლები: 1:0 მარსელო (66), 1:1 ლაკიჩი (72), 1:2 მეჰა (79)
ჰანოვერი: ცილერი, ჟოაო პერეირა, მარსელო, შულცი (46. ზობიხი), ალბორნოსი, შმიდებახი, ს. სანე, ბრიანი (65. ბიტენკურტი), შტინდლი, კიიოტაკე, ხოსელუ.
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, ციგლერი (69. ლაკიჩი), ბაკალორცი (67. რუპი), რუპი, ქოჩი, ვრანჩიჩი, მეჰა, კაჩუნგა (83. შტოპელკამპი).
გაფრთხილება: შულცი, ს. სანე, ჟოაო პერეირა - ჰაინლოტი
კუთხური: 7-1 ჯარიმა: 15-10 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 10(2)-11(5) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 38 300
ბომბარდირები: 14 - მაიერი (აინტრახტი), რობენი (ბაიერნი); 10 - დი სანტო (ვერდერი); 9 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ბელარაბი (ლევერკუზენი), დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი), გიოტცე (ბაიერნი).
მომდევნო ტური
20 თებერვალი:
შტუტგარტი-დორტმუნდი
21 თებერვალი:
შალკე-ვერდერი, მაინცი-აინტრახტი, აუგსბურგი-ლევერკუზენი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, პადერბორნი-ბაიერნი, კიოლნი-ჰანოვერი
22 თებერვალი:
ჰამბურგი-ბორუსია (მ), ვოლფსბურგი-ჰერტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"