თხილამურებით სრიალისას ფრანც ბეკენბაუერიც დაშავდა

AutoSharing Option
თხილამურებით სრიალი ცუდად კიდევ ერთმა ცნობილმა ადამიანმა, მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერმა დაასრულა.

თუმცა, თანამემამულე მიხაელ შუმახერისგან განსხვავებით, მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ პრეზიდენტს გაუმართლა - მისი ტრავმები გაცილებით უმნიშვნელოა. ავსტრიაში, ობერტაუერნის მთებში სრიალისას, 70 წლის ბეკენბაუერი ნისლში მოჰყვა და დაეცა, რის შედეგადაც ტუჩი გაიხეთქა და მხარი იტკინა.

შეგახსენებთ, რომ ფრანც ბეკენბაუერი 1960-70-იან წლებში, ყოფილი გფრ-ის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი იყო. 1974 წელს მან მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, 1966-სა და 1970 წლებში კი მუნდიალის პრიზიორი გახდა. 1972 წელს ბეკენბაუერი ევროპის ჩემპიონი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული