ბუნდესლიგა. XXII ტური: დორტმუნდის "ბორუსიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 თებერვალს, გერმანიის ბუნდესლიგის XXII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "შტუტგარტი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შტუტგარტის "მერსედეს ბენც არენაზე" გამართულ შეხვედრაში სამი გოლი პირვლ ტაიმში გავიდა. ანგარიში 25-ე წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გახსნა. 32-ეზე 11-მეტრიანიდან ზუსტად დაარტყა ფლორიან კლიაინმა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ილქაი გიუნდოგანმა (39) სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა.

დორტმუნდელთა უპირატესობა ორბურთიანი 89-ე წუთზე მარკო როისმა გახადა, საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გეორგ ნიდერმაიერმა (90+1) დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ეს იურგენ კლოპის გუნდისთვის
ზედიზედ მესამე გამარჯვებაა გერმანიის ჩემპიოანტში ამან "ბორუსიას" საშუალება მისცა, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილიდან მეათემდე აღზევებულიყო.

ბუნდესლიგის XXII ტურის დანარჩენი შეხვედრები 21 და 22 თებერვალს გაიმართება.


გერმანია. ბუნდესლიგა. XXII ტური
შაბათი. 21 თებერვალი
შალკე-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰუნტელაარი
ტრავმა: ფერმანი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი - ბუში, გალვესი, ბარგფრედე, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +34=19-38 (110-129)

მაინცი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰასებე
ტრავმა: მორიტცი, ნედელევი - ჯაკპა, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +3=7-3 (16-15)

აუგსბურგი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: ფოილნერი - სპაჰიჩი
ტრავმა: ჰონგი, ვერჰაეგი, მორავეკი, მატავჟი, მიოლდერსი, ესვაინი - იედვაი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +0=0-7 (6-19)

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი, მეჰმედი, პეტერსენი - ზიულე, შტოლცი, ცუბერი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 მატჩი: +3=6-2 (19-17)

პადერბორნი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერტელსი - ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა, გაუდინო
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-4)

კიოლნი-ჰანოვერი 21:30
დისკვალიფიკაცია: - შულცი
ტრავმა: ჰელმესი - ანდრეასენი, მილერი, ია კონანი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 მატჩი: +17=6-18 (61-55)

კვირა. 22 თებერვალი
ჰამბურგი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჯაკა
ტრავმა: იანსენი, გრინი, ჰოლტბი, იუნგი, ბეჰრამი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 მატჩი: +36=24-33 (143-146)

ვოლფსბურგი-ჰერტა 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლოზე, ფელიპე, პერიშიჩი - ვან დენ ბერგი, ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +10=7-14 (40-46).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული