"გადავწყვიტე "ბორუსიაში" დარჩენა, რადგან ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. დორტმუნდი - ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც ჩემი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ.
ჩემი მთავარი მიზანი ბუნდესლიგაში კვლავაც ჩემპიონობის მიღწევაა და მინდა ამ ზეიმით საკუთარ ქალაქში დავტკბე.
ყველაფერს გავიღებ ტრიუმფისთვის. წინათგრძნობა მაქვს, რომ ერთხელ ეს აუცილებლად მოხდება", - განაცხადა როისმა.
მარკო როისი "ბორუსიაში" 2012 წელს დაბრუნდა, როცა იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ ორჯერ
* * *
ამასობაში, "ბორუსიას" ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ახლოს არის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან თავის ამჟამინდელ კლუბთან. გარიგება, სავარაუდოდ, შაბათს გასამართი რურის დერბის წინ შედგება.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი თავის აგენტთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბორუსიას" სპორტულ დირექტორთან, მიხაელ ცორკთან.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანის მოქმედი კონტრაქტი "ბორუსიასთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"