ბუნდესლიგა. XXIII ტური: ბეტმენი არასოდეს მარცხდება [VIDEO]

AutoSharing Option
* ბასტიან შვაინშტაიგერმა 65-ე გოლი გაიტანა "ბაიერნის" შემადგენლობაში და გაუსწრო კლაუს აუგენტალერს.

* "დორტმუნდმა" მეხუთე ტურის შემდეგ პირველად შეაღწია გათამაშების ცხრილის პირველ ათეულში.

* არიენ რობენმა მე-17 გოლი გაიტანა და ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლებით პირადი რეკორდი დაამყარა.

* "დორტმუნდმა" 50-ედ მოიგო რურის დერბი.

ბუნდესლიგის 23-ე ტური რურის დერბით იყო გამორჩეული. მერე რა, რომ "შალკესა" და "დორტმუნდს" შორის შორის სხვაობა 10 ქულა იყო და მათ შორის არ მიდის ბრძოლა გათამაშების ცხრილში რომელიმე კონკრეტული ადგილისთვის. ეს გერმანიის მთავარი დერბია და მის მოსაგებად
დამატებითი მოტივაცია საჭირო არ არის...

მწვრთნელებს ერთმანეთისთვის სიურპრიზები არ მოუწყვიათ და სავსებით პროგნოზირებადი შემადგენლობები გაიყვანეს მოედანზე. სათამაშო სქემებიც ნაცნობი იყო: ხუთი მცველი და ორი საყრდენი "შალკეს" და ძლიერი თავდასხმა "ბორუსიას".

ერთადერთი მოულოდნელობა იყო ნახევარმცველი ოლივერ კირხის გამოჩენა მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგზე - სწორედ მას უნდა შეეცვალა ტრავმირებული ლუკაშ პიშჩეკი. რაც შეეხება ძირითადში ჰენრიხ მხითარიანის მოხვედრას, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ახალწვეული კევინ კამპლი ავად გახდა და საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში.

აღვნიშნავთ "შალკეს" რიგებში კლაას-იან ჰუნტელაარის დაბრუნებას, რომელმაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან ბოლო დროს, რობერტო დი მატეოს გუნდს უჭირს გოლების გატანა - ზედიზედ შვიდი მატჩია ერთ გოლზე მეტი არ გაუტანია.

ამჯერად, გელზენკირხენელებმა საერთოდ ვერ გაიტანეს. შანსიც არ ჰქონიათ - 90-მა წუთმა ისე გაიარა, რომ სტუმრებს ერთი ზუსტი დარტყმაც არ შეუსრულებიათ. "შალკემ" მაქსიმალურად დატვირთა მოედნის ცენტრი და დორტმუნდელებს მისსავე ნახევარზე ხვდებოდა. "ბორუსია" ამაზე სათანადოდ რეაგირებდა: ფლანგებიდან იერიშები და გრძელი პასები მცველების ზურგსუკან. ეს ყველაზე კარგად მატს ჰუმელსს გამოსდიოდა, მაგრამ გოლები არ ჩანდა, არადა, უკვე პირველ ტაიმში ანგარიში გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო.

უკვე მე-15 წუთისთვის "დორტმუნდმა" რამდენიმე მომენტი შექმნა: პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა ერთი-ერთზე, ილქაი გიუნდოგანმა შორიდან სახიფათოდ დაარტყა, ობამეიანგს კიდევ ერთი პირისპირ გასვლა ჰქონდა, მხითარიანმაც კარგად დაარტყა საჯარიმოს გარედან. "შალკეს" ან პიმონ ველენროიტერი შველოდა, ან ბურთი კარს სცდებოდა. ასევე ჰქონდათ მომენტები შინჯი კაგავას, გიუნდოგანს, მარკო როისს, რომელმაც ერთხელ ძელს გაარტყა ბურთი.

ყველაზე რეალური შანსი კი იმავე ობამეიანგმა გაუშვა ხელიდან. ჰუმელსის გრძელი პასის შემდეგ როისმა გააგრძელა კომბინაცია და გაბონელი მეკარისგან მიტოვებულ კართან მარტო დარჩა, მაგრამ მცველს გაარტყა ბურთი. ეს იყო პირველი წრის "ბორუსია" - უამრავი მომენტით, მაგრამ ნულოვანი რეალიზაციით.

კლოპის შეგირდებმა პირველ ტაიმში 15 დარტყმა შეასრულეს, რითაც სეზონის პირადი რეკორდი გაიმეორეს: ასეთი მონაგარი ჰქონდათ მათ "გლადბახთან" მატჩში, რომელიც, საბოლოოდ, კრისტოფ კრამერის კურიოზული ავტოგოლით მოიგეს.

მეორე ტაიმი პირველის გაგრძელება იყო, ოღონდ "შალკემ" დაცვა გამოასწორა. პოზიციურ შეტევებში "დორტმუნდს" სულ უფრო და უფრო უჭირდა. თუმცა მომენტები მაინც იქმნებოდა. განსაკუთრებით კარგი იყო როისის ერთი-ერთზე გასვლა, მაგრამ "შალკე" კვლავ გადაარჩინა მის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელმა ველენროიტერმა. ეს უკანასკნელი ასევე გაუმკლავდა მხითარიანის პირისპირ გასვლას.

"დორტმუნდი" მორიგ კატასტროფას უახლოვდებოდა (ასეთი თამაშის შემდეგ ფრეც კატასტროფად ჩაითვლებოდა), მაგრამ მაინც ლოგიკამ და სამართლიანობამ იზეიმა. ობამეიანგმა, რომელიც დღეს, ალბათ, საუკეთესო დორტმუნდელია, 78-ე წუთზე ბოლოს და ბოლოს გამოიყენა ერთი-ერთზე გასვლა. გაბონელმა ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა, სულ კი სეზონში 10 გოლი დაუგროვდა.

ობამეიანგმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა - კარის უკან შენახული ზურგჩანთა გახსნა და ბეტმენის ნიღაბი მოირგო, როისს კი "ადამიანი-ღამურას" ნიღაბი ჩამოაცვა.

შემდეგ კი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: მხითარიანმა სეზონში 45-ე დარტყმით პირველი გოლი გაიტანა. ანგარიში კი გამანადგურებელი გახდა მას შემდეგ, რაც ველენროიტერმა მანუელ ნოიერის მიბაძვით როისის მოტყუება სცადა, მაგრამ დორტმუნდელმა ამის საშუალება არ მისცა და ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში მეხუთედ გაიტანა.

რიგით 86-ე რურის დერბი "ბორუსიას" დარჩა. დიდი ხანია, არ გვინახავს ამ დუელში ერთი გუნდის ასეთი უპირატესობა მეორეზე. ასე რომ, გამარჯვება სამართლიანი იყო.

"შალკემ" დი მატეოს მოსვლის შემდეგ პირველად ვერ მოიგო ზედიზედ სამი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩები
"ბაიერნმა" 115-ე დაბადების დღეზე სეზონში მე-14 დიდი ანგარიშით მოგება გაიფორმა, ოღონდ "კიოლთან" მატჩი სულაც არ ჰგავდა "ჰამბურგთან" და "პადერბორნთან" 8:0 და 6:0 მოგებულ შეხვედრებს, როცა მანუელ ნოიერი უსაქმოდ იდგა კარში. პარასკევს, "ბაიერნის" მეკარემ ერთი გოლი გაუშვა და მინიმუმ სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, რომ წესით, "თხებს" მისი წინამორბედების ბედი უნდა გაეზიარებინა - მე-10 წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო. მაგრამ ამან დააწყნარა ლიდერი, თანაც იმდენად, რომ ტაიმის ბოლოს უჯამ ერთი ბურთი გაქვითა.

მეორე ნახევარი "კიოლნმა" გაცილებით უკეთ დაიწყო და ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ნოიერმა ურთულესი დარტყმები მოიგერია. ამან გამოაფხიზლა მასპინძელი და მესამე გოლის შემდეგ, რომელიც არიენ რობენმა გაიტანა, "კიოლნი" უკვე წინააღმდეგობას აღარ უწევდა მეტოქეს. ცოტა ხანში კი რობერტ ლევანდოვსკიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინარჩუნებს "ბაიერნთან" რვაქულიან ჩამორჩენას "ვოლფსბურგი", რომელსაც მორიგი გიჟური მატჩი ჰქონდა, ამჯერად, ბრემენში. ეს იყო მეორე წრის ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირება (ხუთ ტურში ოთხ-ოთხი მოგება და თითო ფრე ჰქონდათ). მას შემდეგ, რაც "ვერდერს" სათავეში ჩაუდგა ვიქტორ სკრიპნიკი, მას წაგება არ ჰქონდა საკუთარ მოედანზე და ბრემენელებმა პირველ ტაიმში იზრუნეს ამ სერიის გაგრძელებაზე - მოიგეს პირველი ნახევარი 3:2, თანაც ეს ხუთი გოლი პირველ 28(!) წუთში გავიდა.

მაგრამ ბრემენელებისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მეორე ტაიმის სტარტზე ხუთწუთიანი მონაკვეთი, როცა სამი გოლი გაუშვა. ამ სამ ბურთში იყო ბას დოსტის მორიგი დუბლი და ჰოლანდიელს მეორე წრის ექვს მატჩში უკვე 11 გოლი დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ "მგლებს" დარტყმების რეალიზაციის თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდათ - ექვსჯერ დაარტყეს ზუსტად და ხუთჯერ გაიტანეს.

ბუნდესლიგა. XXIII ტური
27 თებერვალი
ბაიერნი-კიოლნი 4:1
გოლები: 1:0 შვაინშტაიგერი (3), 2:0 რიბერი (10), 2:1 უჯა (45+1), 3:1 რობენი (67), 4:1 ლევანდოვსკი (75)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (75. ვაიზერი), ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, შვაინშტაიგერი (78. როდე), რობენი, მიულერი (69. ჩაბი ალონსო), გიოტცე, რიბერი, ლევანდოვსკი.
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მაროჰი, ვიმერი, ოლკოვსკი, ფოგტი (72. ჰალფარი), ლემანი, ჰექტორი, პეშკო, უჯა (78. დეივერსონი), ოსაკო (46. რისე).
გაფრთხილება: - ჰალფარი
კუთხური: 14-5 ჯარიმა: 4-11 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 23(9)-9(4) ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 75 000

28 თებერვალი
დორტმუნდი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (78), 2:0 მხითარიანი (79), 3:0 როისი (86)
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი (83. ს. ბენდერი), შაჰინი (87. კელი), მხითარიანი, კაგავა (77. ბლაშჩიკოვსკი), როისი, ობამეიანგი.
შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, ნოიშტედტერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ფუხსი, აოგო, ჰიოგერი, კ-პ. ბოატენგი (64. ბარნეტა), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: შმელცერი, ობამეიანგი - ჰიოვედესი, ჰიოგერი
კუთხური: 9-5 ჯარიმა: 13-12 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 31(13)-3(0) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 79 500

ლევერკუზენი-ფრაიბურგი 1:0
გოლი: 1:0 როლფესი (33)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ვენდელი, ლ. ბენდერი (64. რაინარტცი), როლფესი, ბელარაბი (72. ბრანდტი), ჩალჰანოგლუ (76. დრმიჩი), სონი, კისლინგი.
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ჰიონი, კრმაში, გიუნტერი, დარიდა, შუსტერი (72. ჰიოფლერი), კლაუსი (44. გუედე), შმიდი, ფილიპი, მეჰმედი (80. შაჰინი).
გაფრთხილება: თოფრაქი - კრმაში, ფილიპი
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 15-13 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 11(4)-3(2) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 28 624

ჰოფენჰაიმი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ფოლანდი (55), 2:0 პოლანსკი (76)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრიობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი, რუდი, ფოლანდი, სალიჰოვიჩი (46. შვეგლერი), რობერტო ფირმინო (88. აბრაჰამი), შალაი (64. შაპლოკი).
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, გაისი, პარკი (78. ჰოფმანი), კლემენსი (72. ხაირო), მალი (86. სოტო), დე ბლასისი, ოკაზაკი.
გაფრთხილება: კიმი, სალიჰოვიჩი, პოლანსკი
კუთხური: 6-9 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 16(5)-19(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 24 310

ჰანოვერი-შტუტგარტი 1:1
გოლები: 0:1 გენტნერი (52), 1:1 შტინდლი (70)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, გიულსელამი, ანდრეასენი (61. კიიოტაკე), ბრიანი (84. ზობიხი), შტინდლი, პრიბი (62. ბიტენკურტი), ხოსელუ.
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, ნიდერმაიერი, გ. საკაი, გენტნერი, სერეი დიე, ჰარნიკი, მაქსიმი, ტიმ. ვერნერი (87. კოსტიჩი), გინჩეკი.
გაძევება: შტინდლი (90. ჰანოვერი), ჰარნიკი (90. შტუტგარტი)
გაფრთხილება: პრიბი, ხოსელუ - გინჩეკი, კირსხბაუმი
კუთხური: 8-4 ჯარიმა: 20-16 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 16(5)-9(1) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 40 200

ჰერტა-აუგსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კალუ (88)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი (75. ბენ ჰატირა), ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, ნიმაიერი, ლუშტენბერგერი, ბეერენსი, სკიელბრედი (82. ჰეგელერი), შულცი (57. ნდიენგი), კალუ.
აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ჰოიბერგი, კაიუბი, ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი (68. პარკერი), ბობადილია (83. ჟი).
გაფრთხილება: სკიელბრედი, ნიმაიერი, ლანგკამპი - ბაიერი, კაიუბი, ფოილნერი, ბობადილია
კუთხური: 4-5 ჯარიმა: 21-17 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 9(4)-11(3) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 36 015

აინტრახტი-ჰამბურგი 2:1
გოლები: 1:0 მაიერი (12-პენ), 1:1 შტიბერი (45+2), 2:1 მაიერი (54)
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, რუსი, მადლუნგი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა, აიგნერი (77. კიტელი), პიაზონი, ინუი, მაიერი.
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, რაიკოვიჩი (79. ვან დერ ვაარტი), ოშტრჩოლეკი, კაჩარი, ირაჩეკი, ნ. მიულერი (70. მარკოსი), შტიბერი, გუაიდა, რუდნევსი (60. ბაისტერი).
92-ე წუთზე მაიერმა ვერ გამოიყენა პენალტი
გაძევება: ოშტრჩოლეკი (64. ჰამბურგი)
გაფრთხილება: მადლუნგი, პიაზონი - დრობნი, გუაიდა, ჯურუ
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 16-27 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 19(6)-9(5) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 50 500

1-ლი მარტი
გლადბახი-პადერბორნი 2:0
გოლები: 1:0 ჯონსონი (18), 2:0 ჰერმანი (81)
გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, ნორდტვეიტი, ჯაკა, ტრაორე (73. ჰერმანი), ჯონსონი, რაფაელი (84. კრამერი), ჰრგოტა (68. მ. კრუზე).
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი (79. დუკში), ციგლერი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, რუპი, ბაკალორცი (59. ვრანჩიჩი), შტოპელკამპი (66. ქოჩი), მეჰა, ლაკიჩი, კაჩუნგა.
გაფრთხილება: - რუპი, ვრანჩიჩი
კუთხური: 10-8 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 19(7)-18(3) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 53 152

ვერდერი-ვოლფსბურგი 3:5
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (9), 1:1 კალიჯური (10), 2:1 დი სანტო (16), 2:2 არნოლდი (18), 3:2 ვიერინია (28-საკ. კარში), 3:3 დოსტი (48), 3:4 დოსტი (51), 3:5 კალიჯური (53)
ვერდერი: ვოლფი, გებრესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი (86. გარსია), კროოსი (81. მაკიადი), ფრიტცი (77. მ. ეგეშტაინი), იოზთუნალი, იუნუზოვიჩი, დი სანტო, ზელკე.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია (75. იუნგი), ნალდო, კლოზე, შეფერი, გილავოგი (63. შიურლე), ლუიშ გუსტავო, კალიჯური, დე ბრუინი, არნოლდი, დოსტი (89. ბენდტნერი).
გაფრთხილება: კროოსი, ვესტერგაარდი - გილავოგი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 20-13 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 10(5)-13(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 40 126

ბომბარდირები: 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - მაიერი (აინტრახტი); 13 - დოსტი (ვოლფსბურგი); 11 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), დი სანტო (ვერდერი); 10 - ობამეიანგი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
6 თებერვალი:
შტუტგარტი-ჰერტა

7 მარტი:
შალკე-ჰოფენჰაიმი; აუგსბურგი-ვოლფსბურგი; ჰანოვერი-ბაიერნი; ფრაიბურგი-ვერდერი; ჰამბურგი-დორტმუნდი; მაინცი-ბორუსია (მ)

8 მარტი:
კიოლნი-აინტრახტი; პადერბორნი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული