ხოსეპ გვარდიოლა თავისი Audi RS6-ით ავარიაში მოყვა [PHOTO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენში მცირე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა. ესპანელმა ვერ შეძლო დროულად დამუხრუჭება და წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა.

გვარდიოლამ მაშინვე დატოვა თავისი Audi RS6 იმის გასაგებად, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა თუ არა VW Polo-ს მძღოლს. საბოლოოდ, არავინ დაზარალებულა.
Sportall.Ge
ამასობაში, "ბაიერნის" დამრიგებელმა განაცხადა, რომ არ აპირებს უახლოეს დროში მიუნხენური კლუბის დატოვებას. ესპანელმა უარყო ჭორები მის მიმართ "მანჩესტერ სიტის" დაინტერესების შესახებ.

"მანჩესტერ სიტი"? იმედი მაქვს, "ბაიერნში" დიდი ხნით დავრჩები. კონტრაქტი მაკავშირებს შესანიშნავ კლუბთან და ჩემი სურვილია, ხელშეკრულების ბოლომდე დავრჩე აქ.
არ მაქვს წინადადებები სხვა კლუბებიდან. ვნახოთ, რა იქნება მომავალი წელს, მანამდე კი "ბაიერნში" ბედნიერი ვარ".

გარდა ამისა, პეპმა კიდევ ერთხელ გამორიცხა "ბარსელონაში" დაბრუნება.

"თუ გაიგებთ, რომ "ბარსელონაში" ვბრუნდები, მაშინვე ჩაქუჩი ჩამარტყით თავში", - განაცხადა გვარდიოლამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული