იურგენ კლოპის გუნდს, ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის მიუხედავად, მაინც აუტსაიდერი უნდა ვუწოდოთ, რადგან გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ევროზონასთან. მაგრამ პროგრესი აშკარაა - შედეგებითა და თამაშის ხარისხითაც, განსაკუთრებით, შეტევაში: ბოლო ოთხი მატჩია, "ბორუსია" მინიმუმ, სამ გოლს იტანს მეტოქის კარში.
ამას დაემატა შუა კვირას გერმანიის თასზე გამარჯვება. რაც მთავარია, დრეზდენის "დინამოს" წინააღმდეგ მარკო როისის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "დორტმუნდის" ლიდერს შეეძლება
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ კი "ჰამბურგს" ისევ დაღმასვლა აქვს და უკვე დაიწყო ლაპარაკი მწვრთნელ იოზეფ ცინბაუერის სავარაუდო დათხოვნაზე. ამიტომაც გუნდს სასწრაფოდ ესაჭიროება ქულები. მასპინძლებს დაცვის ხაზში დანაკლისი აქვთ - ისევ ტრავმა მიიღო რაიკოვიჩმა, ხოლო ოშტრჩოლეკს დისკვალიფიკაცია აქვს. თუმცა მათი შეცვლა გამოჯანმრთელებულ იანსენსა და კლებერს შეეძლებათ. მომავალ მატჩში "ჰამბურგის" სავარაუდო ტაქტიკა გუნდის ნახევარმცველმა მაქსიმილიან ბაისტერმა გამოაცხადა:
"ბორუსია" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია და მაქსიმალური ყურადღება დაცვაში თამაშს უნდა მივაქციოთ".
დავამატოთ ისიც, რომ ბოლო წლებში "დორტმუნდისთვის" "ჰამბურგი" უხერხულ მეტოქედ იქცა - კლოპმა და მისმა გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხჯერ წააგეს მომავალ მეტოქესთან.
* * *
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ჰანოვერი" უშანსოდ არის "ბაიერნთან" საშინაო მატჩში. რეკორდმაისტერს ამ გუნდისთვის ბოლო შვიდი მატჩი მოგებული აქვს. მიუნხენელებმა ბოლო ოთხ მატჩში 20 გოლი გაიტანეს, ხოლო "ჰანოვერს" სამი თვეა და შვიდი მატჩია, ბუნდესლიგაში არ მოუგია. თან მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ ნახევარდაცვის ლიდერი შტინდლი.წინა ტურში "კიოლნმა" უჩვეულოდ ბევრი მომენტი შექმნა "ბაიერნის" წინააღმდეგ. "ჰანოვერმა" უნდა მიბაძოს "თხებს" და წინასწარ წაგებული არ უნდა გავიდეს მოედანზე. მხოლოდ ასე თუ მიიღებს წარმატების მიზერულ შანსს.
* * *
საინტერესო უნდა გამოვიდეს "აუგსბურგისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრა. რომან ვაინცირლის გუნდს ჩავარდნა დაეწყო - ბოლო ოთხი მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღო, თუმცა მაინც ახლოს არის ჩემპიონთა ლიგის ზონასთან. რაც შეეხება მის მეტოქე "ვოლფსბურგს", ის საუკეთესო გუნდია მეორე წრეში - 18 შესაძლებლიდან 16 ქულა აიღო და 20 გოლი გაიტანა. დღეს "მგლების" ერთადერთი ნაკლი დაცვაში თამაშია, რადგან ასეთი ამბიციების მქონე გუნდს ექვს მატჩში 10 გოლის გაშვება არ ეკადრება. ისე კი, დიტერ ჰეკინგის გუნდს შეუძლია მშვიდად გააგრძელოს ჩემპიონატი, რადგან მთავარი ამოცანა, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა თითქმის შესრულებული აქვს - "მგლები" მეხუთე ადგილს 15 ქულით არიან დაშორებულნი.
ამ გუნდებს უყვართ ერთმანეთის წინააღმდეგ ფრეების თამაში - ბოლო ხუთ მატჩში ოთხი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. და კიდევ, მატჩის მთავარი ინტრიგაა ბას დოსტი, რომელსაც 2015 წელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა. საინტერესოა, შეძლებს თუ არა "აუგსბურგი" ჰოლანდიელის შეჩერებას?
* * *
რურის დერბის შემდეგ "შალკეს" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა ბოდიში მოუხადეს გულშემატკივრებს სრულიად უნიათო და უშინაარსო თამაშისთვის. ახალი არ არის ის, რომ გუნდი შეტევაზე აქცენტს აღარ აკეთებს და საკუთარ კართან ბეტონის კედლის აღმართვით არის დაკავებული. მაგრამ დი მატეოს ნაქებმა დაცვამ "დორტმუნდს" 31-ჯერ დაარტყმევინა და სამი გოლი გაუშვა. "ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე - როგორ გააგრძელებს გუნდი თამაშს მომავალში", - განაცხადა დი მატეომ "ჰოფენჰაიმთან" მატჩის წინ. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ "შალკე" უარს ამბობს ბოლო ტურების ტაქტიკაზე და შეტევაში წავა? ამას შაბათის მატჩი გვიჩვენებს. თან გელზენკირხენელებს სატურნირო მდგომარეობა აიძულებს წინ წასვლას. გუნდმა ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ ერთი მოიგო, სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა.
მეტოქე კი იოლი არ არის: "ჰოფენჰაიმმა" მეორე წრის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ ცხრა შესაძლებლიდან შვიდი ქულა აიღო და ისევ გახდა ევროთასებზე მოხვედრის პრეტენდენტი.
* * *
მშვიდად მიიწევს ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიონხენგლადბახის "ბორუსია", რომელიც ჩვეულ შედეგიანობას ვერ აჩვენებს, მაგრამ მეორე წრის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია - ექვს მატჩში ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა. ამან ლუსიენ ფავრის გუნდს მყარი მესამე ადგილი და მეხუთეადგილოსან "შალკესთან" ხუთქულიანი უპირატესობა მოუტანა."გლადბახის" მეტოქე "მაინცს" ძალიან უჭირს. ეს გუნდი მხოლოდ ორი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას, ხოლო მისი საუკეთესო ბომბარდირი შინჯი ოკაზაკი რვა თამაშია და 678 წუთია გოლს ვერ იტანს.
* * *
განსხვავებული განწყობით ხვდებიან ტურის ბოლო შეხვედრას "პადერბორნი" და "ლევერკუზენი". ბუნდესლიგის დებიუტანტი წინა ტურის შემდეგ პირველად აღმოჩნდა გასავარდნ ზონაში, თუმცა ეს ლოგიკური იყო: "პადერბორნმა" მეორე წრეში ყველაზე ცოტა გაიტანა (2) და ყველაზე მეტი გაუშვა (17), "ლევერკუზენი" კი ისევ აღმავლობის გზაზეა - ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად მოუგო "ატლეტიკოს", ბუნდესლიგაში კი "ფრაიბურგის" დამარცხებით კვლავ შეაბიჯა ჩემპიონთა ლიგის ზონაში.
ბუნდესლიგა. XXIV ტური
პარასკევი. 6 მარტი
შტუტგარტი-ჰერტა 23:30
დისკვალიფიკაცია: ჰარნიკი - ნიმაიერი, სკიელბრედი
ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი - ბაუმიოჰანი, ჰოსოგაი, იარსტეინი, შიბერი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 მატჩი: +21=15-23 (79-71)
შაბათი. 7 მარტი
შალკე-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, გიფერი, კირხოფი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი - შტოლცი, ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +4=5-5 (22-17)
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰონგი, რაინჰარდტი, ვერჰაეგი, მორავეკი, მიოლდერსი, ესვაინი - ჰანტი, ფელიპე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +2=3-2 (7-6)
ჰანოვერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: შტინდლი
ტრავმა: მილერი, ჰოფმანი - ხავი მარტინესი, ლამი, ტიაგო ალკანტარა
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +9=8-34 (51-141)
ფრაიბურგი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბატცი, ტორეხონი, პეტერსენი, სტანკო - ბუში, გალვესი, ლუკიმია, აიჩიჩექი, ბარგფრედე, ლორენცენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +7=5-19 (41-75)
ჰამბურგი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: ოშტრჩოლეკი
ტრავმა: რაიკოვიჩი, დიასი, გრინი, ჰოლტბი, ლასოგა - დურმი, გროსკროიტცი, პიშჩეკი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 მატჩი: +35=27-33 (174-167)
მაინცი-ბორუსია (მ) 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მორიტცი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 მატჩი: +5=5-7 (18-22)
კვირა. 8 მარტი
კიოლნი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰელმესი, გერჰარდტი - ჯაკპა. იგნიოვსკი, კინსომბი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 მატჩი: +28=25-26 (131-118)
პადერბორნი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერტელსი - იედვაი, კრუსი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)
ბომბარდირები: 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 13 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ფრანკო დი სანტო (ვერდერი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"