"ჩვენი მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, საქმე გაურთულოს მეტოქეს და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მუდამ ერთი და იგივე სტილით ვთამაშობთ. თუ სტილის, სისტემის, ტაქტიკის შეცვლაა საჭირო, ამას მწვრთნელი დაუფიქრებლად აკეთებს და საუკეთესო ვარიანტს ეძებს.
ის არ ფიქრობს - მე გვარდიოლა ვარ, "ბაიერნის" თავკაცი და ნებისმიერს მოვუგებთ, როგორი ტაქტიკითაც
არიენ რობენი: "პირადად ვგრძნობ, რომ მასთან ერთად ბევრად უფრო ძლიერი გავხდი პოზიციური თამაშის კუთხით. ზოგჯერ ამპლუის შეცვლა გიწევს, რათა მეტი სივრცე გქონდეს და ამის კარგი გამოცდილებაც მივიღე.
ჩვენ ამ ყველაფერზე ბევრს ვმუშაობთ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ეს მწვრთნელი ფეხბურთით და იმით არის შეპყრობილი, თუ როგორ გააუმჯობესოს მისი გუნდის თამაში. სასიამოვნოა, როდესაც ამ პროცესის მონაწილე ხარ".
დიდი ტექსტი გამოაცხო მარიო გიოტცემაც: "დროის გასვლასთან ერთად, თამაში კიდევ უფრო მარტივი ხდება. ადაპტაციას გადიხარ, უკეთ გესმის სათამაშო ფილოსოფია და ეწყობი პარტნიორებს.
ვერ ვიტყვი, რომ პრობლემები მქონდა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე ბიჭებთან ერთად თამაშობ და მათ თვალდახუჭული უგებ, ბევრად უფრო ადვილია.
ამ სეზონში ყველანი კიდევ უფრო უკეთ შევეწყვეთ ერთმანეთს და უკეთ გავითავისეთ მწვრთნელის ფილოსოფია. ეს ბუნდესლიგაშიც შეინიშნება და ჩემპიონთა ლიგაზეც. საკუთარ მოვალეობებს ვასრულებთ და მეც გოლებით სარგებელი მომაქვს გუნდისთვის. გვარდიოლას გარკვეული ავტორიტეტი აქვს, რადგან ის მწვრთნელია.
მას თავისი ხედვა აქვს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და ამ ფილოსოფიით ვცდილობთ თამაშს. "ბაიერნი" აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს, ვუტევთ და ვცდილობთ, მუდამ ტერიტორიული უპირატესობა გვქონდეს. ჩემი და, ალბათ, ყველა შემტევის აზრით, ეს ძალიან მიმზიდველი ფეხბურთია.
ამ ყველაფრის მინდორზე გადატანა და რეალიზება ძალიან საინტერესოა. ასე თამაში ფეხბურთელების პროგრესსაც ხელს უწყობს. "ბაიერნში" გადმოსვლის მერე ძალიან ბევრი ვისწავლე. ახალ ქალაქში და ახალ კლუბში ვარ, ახალი მიზნებით. მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვი და კონკურენტუნარიანი ხარ".
დაბოლოს, ფილიპ ლამმა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა. მოგეხსენებათ, რომ მას ნოემბრის მერე არ უთამაშია. ლამი მინდორს მალე დაუბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"