"ბილდი": იოახიმ ლიოვი ახალ კონტრაქტს მიუახლოვდა

AutoSharing Option
"ბილდი" გვაუწყებს, რომ გერმანიის ფეხბურთის კავშირი და იოახიმ ლიოვი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

55 წლის სპეციალისტის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ზაფხულში გასდის და ორივე მხარემ საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ მათ თანამშრომლობის გაგრძელება სურთ. ლიოვი პოსტზე 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით დარჩება. შესათანხმებელი ფინანსური და სხვადასხვა დეტალია.

ახალ კონტრაქტთან ახლოს არიან ნაციონალმანშაფტის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, ლიოვის ასისტენტი თომას შნაიდერი და მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კეპკეც.

ლიოვი ნაკრებს 2006 წლის აგვისტოდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და ამაზე დიდი ხანი გერმანიას მხოლოდ სამი
სპეციალისტი თავკაცობდა - ოტო ნერცი (1926-36), ჰელმუტ შიონი (1964-78) და ზეპ ჰერბერგერი (1936-64).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული