ბუნდესლიგა. XXV ტური: ლევერკუზენის "ბაიერმა" "შტუტგარტი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს, გერმანიის ბუნდესლიგაში XXV ტური ერთი მატჩით გაიხსნა. ლევერკუზენის "ბაიერმა" "შტუტგარტს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით, 4:0 გაანადგურა.

ანგარიში 32-ე წუთზე ვენდელმა გახსნა. ოთხიოდე წუთში "ბაიერმა" სხვაობა ორამდე გაზარდა, თავი იოსიპ დრმიჩმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა - 2:0.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 50-ე წუთზე, ქარიმ ბელარაბიმ "შტუტგარტს" მესამე გოლი გაუტანა და მეტოქეს ქულის მოპოვების იმედები გადაუწურა.

საბოლოო წერტილი ისევ შვეიცარიის ნაკრების წარმომავლობით ხორვატმა ფეხბურთელმა დასვა - დრმიჩმა დუბლი 59-ე წუთზე გაიფორმა.

ამ შეხვედრის შემდეგ  ლევერკუზენის "ბაიერი" 42 ქულით, ჯერ-ჯერობით
მესამე ადგილზე იმყოფება. მის უშუალო კონკურენტ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" 41 ქულა აქვს და "კიოლნის" დამარცხების შემთხვევაში, შანსი აქვს "ბაიერს" გადაასწროს.

რაც შეეხება "შტუტგარტს", ეს გუნდი 20 ქულით, ბუნდესლიგის ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება.

XXV ტურის დანარჩენი შეხვედრები 14 და 15 მარტს გაიმართება.

იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: კლასიკა ლიდერების გარეშე

ბუნდესლიგა. XXV ტური
შაბათი. 14 მარტი
აუგსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაინჰარდტი, ვერჰაეგი, მორავეკი, მიოლდერსი, ესვაინი - ხაირო, მორიტცი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +3=1-3 (7-10)

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ნ. მიულერი
ტრავმა: შტოლცი, ზიულე - იანსენი, რაიკოვიჩი, დიასი, გრინი, ჰოლტბი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +5=3-5 (23-14)

ჰერტა-შალკე 18:30

დისკვალიფიკაცია: შულცი
ტრავმა: ბაუმიოჰანი, იარსტეინი, შიბერი - ფერმანი, გიფერი, აოგო, კირხოფი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 მატჩი: +21=10-30 (60-86)

ვერდერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: დი სანტო - ჩაბი ალონსო
ტრავმა: ბუში, გალვესი, ლუკიმია, ლორენცენი - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 მატჩი: +26=25-46 (119-184)

აინტრახტი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯაკპა. იგნიოვსკი, კინსომბი, რუსი - ბურხერტი, ბერტელსი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (1-3)

დორტმუნდი-კიოლნი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ვიმერი
ტრავმა: შაჰინი, გროსკროიტცი, პიშჩეკი - ჰელმესი, გერჰარდტი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 მატჩი: +34=19-26 (128-116)

კვირა. 15 მარტი
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნალდო - შუსტერი
ტრავმა: ჰანტი, ფელიპე - ბატცი, სტანკო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 მატჩი: +8=6-9 (33-33)

გლადბახი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ბიტენკურტი
ტრავმა: - მილერი, ჰოფმანი, პანდერი, შტინდლი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 მატჩი: +27=8-14 (92-69)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული