* "მაინცმა" შეწყვიტა სტუმრად 10-მატჩიანი მოუგებელი სერია და ბუნდესლიგაში მე-100 თამაში მოიგო.
* "შტუტგარტი" და "ჰანოვერი" 9 ტურია ვერ ახერხებენ მოგებას.
* "ლევერკუზენმა" ბოლო 5 ოფიციალური მატჩი მოიგო და არც ერთში გოლი არ გაუშვა.
* "კიოლნმა" ამ სეზონში მეშვიდედ ითამაშა 0:0.
* "ჰამბურგმა" მე-14 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.
* "პადერბორნმა" ზედიზედ მეოთხედ და ბოლო 9 მატჩში მერვედ წააგო. ამ 9 მატჩიდან რვაში გოლი ვერ გაიტანა.
* კევინ დე ბრუინმა მეორე
ბუნდესლიგის მორიგი ტური ლიდერებისა იყო, რომლებმაც აუტსაიდერები იოლად დაიბრიყვეს და შესაბამისად, გათამაშების ცხრილის ზედა ოთხეულში ყველაფერი უცვლელი დარჩა...
ცენტრალურმა მატჩმა და გერმანული ფეხბურთის კლასიკად მონათლულმა დაპირისპირებამ არ გაამართლა მოლოდინი. "ბაიერნმა" არ შეიმჩნია "ვერდერის" წინააღმდეგობა, რომელსაც მეორე წრეში იმდენივე ქულა ჰქონდა დაგროვებული, რამდენიც რეკორდმაისტერსა და "ვოლფსბურგს".
ბრემენელებმა ვერ მიბაძეს "კიოლნსა" და "ჰანოვერს", რომლებმაც მეტ-ნაკლებად ბრძოლა გაუმართეს ლიდერს. თან "ბაიერნს" ეტყობოდა, რომ "ვერდერის" დასჯა სურდა ამ გუნდის სპორტული დირექტორის, თომას აიხინის სიტყვების გამო. სტუმრების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსაჯები "ბაიერნის" მიმართ ზედმეტად ლმობიერები არიანო.
"ვერდერმა" მხოლოდ საწყის წუთებში შეაწუხა "ბაიერნის" დაცვა და დებიუტანტი მეკარე პეპე რეინა, როცა ორი მომენტი შექმნა. ამის შემდეგ კი მთელი თამაში სტუმრები დომინირებდნენ. მათ არ ეტყობოდათ რობენისა და რიბერის არყოფნა, ხოლო ნოიერის შემცვლელი რეინას მზადყოფნის შემოწმება არ მოხერხდა, რადგან ესპანელს, პრაქტიკულად, ერთადერთი სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუწია.
არ შეიძლება იმის თქმა, რომ "ვერდერს" სერიოზულად დააკლდა დისკვალიფიცირებული ბომბარდირი ფრანკო დი სანტო. არგენტინელი მოედანზე რომც ყოფილიყო, მას უბურთოდ მოუწევდა სირბილი, რადგან "ვერდერს" ბურთი არ ჰქონია.
გოლები მიულერმა, ალაბამ და ლევანდოვსკიმ (ორჯერ) გაიტანეს. ალაბას გოლი მე-100 იყო წელს "ბაიერნისთვის" ოფიციალურ მატჩებში. რაც შეეხება ლევანდოვსკის, მან დაიწყო თავისი უშუალო მოვალეობის შესრულება - ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გაიტანა.
მიუნხენელებმა ზედიზედ მეათედ მოუგეს "ვერდერს", თან ბოლო ხუთ მატჩში 28 გოლი გაუტანეს.
ერთ-ერთი მთავარი მომენტიც აღვნიშნოთ - 126-დღიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა ფილიპ ლამი. და კიდევ, რეინა გახდა პირველი მეკარე და მეცხრე მოთამაშე ისტორიაში, ვისაც გერმანიის, ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის ჩემპიონატებში უთამაშია. მანამდე ეს გააკეთეს: ობაფემი მარტინსმა, მანიშემ, კრისტიან პოულსენმა, პიერ ვომემ, აბელ შავიერმა, იონ-დან ტომასონმა, გეორგე პოპესკუმ და ფლორინ რადუჩოიუმ.
იხილეთ ვიდეო
* * *
ჰუუბ სტევენსი, სავარაუდოდ, დღეებს ითვლის "შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ის მაშინ მოვიდა ამ გუნდში, როცა მის წინამორბედს, თომას შნაიდერს ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. ახლა ასეთივე სერია აქვს ჰოლანდიელ სპეციალისტს."შვაბებს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ, მაგრამ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი სრულ უნიათობას ავლენს. სწორედ ასე იყო "ლევერკუზენთან" მატჩში. მასპინძლებმა პირველ ნახევარ საათში ვერ ააწყვეს თამაში, მაგრამ შემდეგ მათი პირველი ორი ზუსტი დარტყმა საგოლე აღმოჩნდა და ანგარიში 2:0 გახდა.
თუმცა "ბაიერს" ნაადრევად გამარჯვებას ვერ მიანიჭებდნენ, რადგან პირველ წრეში შმიდტის შეგირდები 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს და ორი ქულა დაკარგეს.
თუმცა ახლა სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე. "ლევერკუზენი" ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მეხუთე ოფიციალური მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და "ატლეტიკოსთან" განმეორებითი მატჩის წინ შესანიშნავი განწყობა შეიქმნეს. სხვათა შორის, როჯერ შმიდტის ხელმძღვანელობით, "ბაიერმა" პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი ბუნდესლიგაში.
იხილეთ ვიდეო
* * *
გუშინ სეზონის რეკორდი დაამყარეს "ვოლფსბურგმა" და "ფრაიბურგმა" - მათ ჯამში 41 დარტყმა შეასრულეს, აქედან 25 "მგლებისა" იყო და მათგან 16-ში მიიღო მონაწილეობა კევინ დე ბრუინმა. სწორედ მან გახსნა ანგარიში და დაიწყო "ფრაიბურგის" განადგურება. შემდეგ ბელგიელის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი როდრიგესმა გამოიყენა, ბოლოს კი დე ბრუინმა არნოლდს გაატანინა. კევინს 37 ოფიციალურ მატჩში 36 ქულა (14 გოლი+22 პასი) დაუგროვდა. 22 შედეგიანი პასით ის საუკეთესოა ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ყველა ფეხბურთელს შორის.* * *
კვირის მეორე მატჩიც საკმაოდ მხიარული გამოვიდა. "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" მსგავსად, არც "გლადბახმა" დაინდო კიდევ ერთი აუტსაიდერი "ჰანოვერი" და დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვებდა, უფრო მეტი გამართლება რომ ჰქონოდა. ლუსიენ ფავრის შეგირდებმა 23 დარტყმა შეასრულეს, მაგრამ მხოლოდ ორი გოლი იკმარეს და დაიბრუნეს ცხრილში მესამე ადგილი, რომელიც "ბაიერმა" პარასკევს დროებით ჩამოართვა.ეს იყო, პრაქტიკულად, ცალკარა შეხვედრა. "ჰანოვერის" მეკარეს რონ-რობერტ ცილერს 60 შეხება ჰქონდა ბურთთან - უფრო მეტჯერ მხოლოდ მისი ორი პარტნიორი შეეხო ბურთს. მატჩის გმირი კი პატრიკ ჰერმანი გახდა, რომელმაც სეზონში მეორე დუბლი შეასრულა, სულ კი რვა დარტყმაში მიიღო მონაწილეობა.
"გლადბახმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, რადგან შემდეგ ტურში გარანტირებული არაფერი აქვს "ბაიერნთან" გასვლით შეხვედრაში.
* * *
ოთხმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ "დორტმუნდმა" ზედიზედ ორჯერ ითამაშა 0:0. თავად გუნდის ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არ მოიწონეს თავიანთი თამაში და მომავალ მატჩებში უკეთესის სურვილი გამოთქვეს."კიოლნის" წინააღმდეგ "ბორუსიამ" სეზონში პირადი ანტირეკორდი დაამყარა - მხოლოდ ათჯერ დაარტყმა მეტოქის კარის მიმართულებით. აქედან ზუსტი ხუთი დარტყმა იყო, მაგრამ ისევ კარგად თამაშობდა "კიოლნის" მეკარე ტიმო ჰორნი.
* * *
მადრიდში გმირული თამაშის შემდეგ "შალკემ" ვერ შეძლო ბერლინში "ჰერტას" დამარცხება, რომელსაც ზედიზედ ექვსი წელია უგებდა და 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. "ჰერტა" აშკარად გამოცოცხლდა ახალი მწვრთნელის, პალ დარდაის ხელში. დედაქალაქურმა კლუბმა წელს პირველად არ წააგო ზედიზედ სამი მატჩი და ოდნავ რომ გამართლებოდა, "შალკეს" უქულოდ გაუშვებდა შინ, მაგრამ ჯოელ მატიპმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 2:2.გერმანია. ბუნდესლიგა. XXV ტური
13 მარტი
ლევერკუზენი-შტუტგარტი 4:0
გოლები: 1:0 ვენდელი (32), 2:0 დრმიჩი (36), 3:0 ბელარაბი (50), 4:0 დრმიჩი (59)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (63. რაინარტცი), თოფრაქი, პაპადოპულოსი, ვენდელი, გონსალო კასტრო, როლფესი, ბელარაბი (63. ბრანდტი), ჩალჰანოგლუ, სონი, დრმიჩი (83. კისლინგი).
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, შვააბი, ნიდერმაიერი, გ. საკაი (61. ჰლუშეკი), გენტნერი, სერეი დიე (64. რომეუ), კოსტიჩი (46. კიზევეტერი), მაქსიმი, ტიმო ვერნერი, გინჩეკი.
გაფრთხილება: ჰილბერტი, ვენდელი, ჩალჰანოგლუ - სერეი დიე, მაქსიმი, ჰლუშეკი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 22-8 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 11(5)-9(5) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 29 384
14 მარტი
აუგსბურგი-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ოკაზაკი (32), 0:2 კოო (89)
აუგსბურგი: ჰიტცი, ფოილნერი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, კორი (56. ჰოიბერგი), ბობადილია, ჰალილ ალთინთოფი (78. პარკერი), ტობიას ვერნერი, ჟი (46. კაიუბი).
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, ჰოფმანი (21. კოო), მალი (90+2. სოტო), დე ბლასისი (63. ხარა), ოკაზაკი.
კუთხური: 4-2 ჯარიმა: 22-13 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 13(2)-12(7) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 28 359
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 პოლანსკი (22-პენ), 2:0 პოლანსკი (81), 3:0 რუდი (87)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შრობლი, ბიჩაკჩიჩი, კიმი, რუდი, შვეგლერი, პოლანსკი (88. სალიჰოვიჩი) ფოლანდი, რობერტო ფირმინო (86. შალაი), შიპლოკი (79. ელიუნუსი).
ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ვესტერმანი (70. კაჩარი), კლებერი, ოშტრჩოლეკი (80. ჰოლტბი), ირაჩეკი, ბეჰრამი, ილიჩევიჩი, შტიბერი, გუაიდა (22. ადლერი), ოლიჩი.
გაძევება: დრობნი (20. ჰამბურგი)
გაფრთხილება: შვეგლერი - ილიჩევიჩი, ირაჩეკი
კუთხური: 9-6 ჯარიმა: 19-17 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 20(7)-10(3) ბურთის ფლობა: 62%-38%
მაყურებელი: 30 150
ჰერტა-შალკე 2:2
გოლები: 1:0 ბენ ჰატირა (21), 1:1 სანე (40), 2:1 ჰარაგუჩი (81), 2:2 მატიპი (90)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი (77. ნიმაიერი), ლუშტენბერგერი (69. ჰარაგუჩი), ბენ ჰატირა (58. ჩიგერჩი), შტოკერი, ბეერენსი, კალუ.
შალკე: ველენროიტერი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ნოიშტედტერი, ბარნეტა, ჰიოგერი, ფუხსი, მაიერი (57. გორეტცკა), ლ. სანე (79. კ-პ. ბოატენგი), ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: ბენ ჰატირა, სკიელბრედი, ნიმაიერი - ფუხსი, ჰიოვედესი
კუთხური: 3-5 ჯარიმა: 18-16 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 13(5)-12(5) ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 59 156
ვერდერი-ბაიერნი 0:4
გოლები: 0:1 მიულერი (24), 0:2 ალაბა (45), 0:3 ლევანდოვსკი (76), 0:4 ლევანდოვსკი (90+1)
ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, გარსია (83. შტერნბერგი), ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, იოზთუნალი (63. ჰაიროვიჩი), ბარტელსი (90. კროოსი), ზელკე.
ბაიერნი: რეინა, ბენატია, ბოატენგი (83. დანტე), ალაბა, როდე, შვაინშტაიგერი, რაფინია (85. ვაიზერი), ბერნატი, გიოტცე (82. ლამი), მიულერი, ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: პრიოდლი, იუნუზოვიჩი, გარსია - რაფინია, ბენატია, ბოატენგი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 19-15 თამაშგარე: 1-5 კარში დარტყმა: 6(3)-13(7) ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 42 100
აინტრახტი-პადერბორნი 4:0
გოლები: 1:0 მაიერი (27), 2:0 შტენდერა (42), 3:0 აიგნერი (55), 4:0 ვალდესი (82)
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო (80. ანდერსონი), მადლუნგი, ოშჩიპკა, ჰასებე, შტენდერა (70. ფლუმი), აიგნერი, ინუი, სეფეროვიჩი (74. ვალდესი), მაიერი.
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ჰარტერცი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი, ქოჩი (58. რუპი), მეჰა, კუტჩკე, ზაგლიკი (46. კაჩუნგა).
გაფრთხილება: შტენდერი, ვალდესი - შტროდიკი, ქოჩი, კუტჩკე, ჰიუნემაიერი, ლაკიჩი, კაჩუნგა
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 13-23 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 11(6)-8(3) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 46 000
დორტმუნდი-კიოლნი 0:0
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი, გიუნდოგანი, მხითარიანი (61. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა (61. კამპლი), როისი, ობამეიანგი (76. იმობილე).
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, მაროჰი, მავრაი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, პეშკო (83. შვენტო), რისე (90. ბრეჩკო), უჯა, დეივერსონი (74. ოსაკო).
გაფრთხილება: ობამეიანგი, შმელცერი
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 10(5)-7(2) ბურთის ფლობა: 63%-37%
მაყურებელი: 80 667
15 მარტი
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 2:0 როდრიგესი (78-პენ), 3:0 არნოლდი (85)
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, კლოზე, კნოხე, როდრიგესი, ლუის გუსტავო, გილავოგი, ვიერინია (79. არნოლდი), დე ბრუინი, კალიჯური (83. შიურლე), დოსტი (79. ბენდტნერი).
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ტორეხონი (46. ჰიონი), მიტროვიჩი, გიუნტერი, დარიდა (46. ჰიოფლერი), ზორგი, კლაუსი (83. შაჰინი), შმიდი, მეჰმედი, ფრანცი.
გაფრთხილება: - ტორეხონი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 9-14 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 25(8)-16(5) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 26 538
გლადბახი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 ჰერმანი (43), 2:0 ჰერმანი (75)
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, შტრანცლი, დომინგემი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა, აზარი (80. ჯონსონი), ჰერმანი (88. ტრაორე), რაფაელი, მ. კრუზე (84. ჰანი).
ჰანოვერი: ცილერი, ჟოაო პერეირა, მარსელო, შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (65. ანდრეასენი), სანე, ბრიანი, პრიბი (77. ია კონანი), კიიოტაკე, ხოსელუ.
გაფრთხილება: შტრანცლი
კუთხური: 2-5 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 23(7)-7(1) ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 49 134
ბომბარდირები: 19 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
20 მარტი:
ჰამბურგი-ჰერტა
21 მარტი:
ჰანოვერი-დორტმუნდი; ფრაიბურგი-აუგსბურგი; შტუტგარტი-აინტრახტი; კიოლნი-ვერდერი; პადერბორნი-ჰოფენჰაიმი; შალკე-ლევერკუზენი.
22 მარტი:
მაინცი-ვოლფსბურგი; ბაიერნი-გლადბახი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"