"ჰამბურგს" თომას ტუხელი ჩაიბარებს?

AutoSharing Option
"ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო.

წყაროს ცნობით, "ჰამბურგმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "მაინცის" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, თომას ტუხელთან. ამ უკანასკნელს ახალი სეზონიდან სურს სამწვრთნელო კარიერის განახლება. ტუხელმა 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ერთწლიანი პაუზა აიღო დასვენებისთვისა და ძალების აღდგენისთვის.

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კვირას დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იოზეფ ცინბაუერი. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გუნდმა უკვე ორჯერ გამოიცვალა მწვრთნელი: პირველ წრეში კარისკენ მიუთითეს მირკო სლომკას. ამ მომენტისთვის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს კლუბის სპორტული დირექტორი პეტერ კნებელი შეასრულებს.

"ჰამბურგი" 26
ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული