მიუნხენის "ბაიერნს" დასცინეს - კევინ დე ბრუინი 60 მლნ-მდე მაინც ღირს!

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში მოხვდა. რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ ბელგიელი ფეხბურთელის აგენტს, თუმცა მისგან ცივი უარი მიიღეს.

"ბილდი" 23 წლის ფეხბურთელის აგენტს შემდეგ სიტყვებს მიაწერს: "კლუბი, რომელიც ფიქრობს, რომ დე ბრუინის ხელში ჩაგდება 30 მილიონ ევროდ შეუძლია, წარსულით ცხოვრობს. კევინი 55-60 მილიონი ევრო მაინც ღირს".

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ამ სეზონში უკვე 16 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული