ბოლო ინფორმაციით, დოდო მინიმუმ სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მისთვის დასრულებულია. ვთქვათ ისიც, რომ ბრაზილიელი მილანურ გრანდში "რომადან" იჯარით გადავიდა და ჯერ უცნობია, მოისურვებენ თუ არა ლომბარდიელები მის გამოსყიდვას.
ერთი სიტყვით, დოდო მოედანს მომდევნო სეზონში დაუბრუნდება და რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს, ეს ჯერ გასარკვევია.
"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნერაძურის" სკაუტები დრაგოვიჩს სანაკრებო მატჩზე დააკვირდებიან და შემდეგ ფეხბურთელთან პირისპირ გაისაუბრებენ - დრაგოვიჩი ავსტრიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში ასპარეზობს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რობერტო მანჩინი მაღალი დონის ცენტრალურ მცველს ეძებს და დრაგოვიჩი პრიორიტეტული სამიზნეა. ითქვა ისიც, რომ ზაფხულში მანჩინი რამდენიმე მცველს გაუშვებს, მათ შორის, ნემანია ვიდიჩს და მარკო ანდრეოლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"