"ჰამბურგი": ვან დერ ვაარტს გაუშვებენ, იანსენსაც

AutoSharing Option
მომავალი სეზონისთვის "ჰამბურგის" შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. კლუბის სპორტულმა დირექტორმა დიტმარ ბაიერსდორფერმა განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ კარიერის სამომავლო დეტალები განიხილა ნახევარმცველ რაფაელ ვან დერ ვაარტთან და მცველებთან - მარსელ იანსენთან, სლობოდან რაიკოვიჩთან და ჰაიკო ვესტერმანთან.

ბაიერსდორფერის თქმით, ამ საუბრების შემდეგ "ჰამბურგში" გადაწყვიტეს - არ გააგრძელონ კონტრაქტები ვან დერ ვაარტთან და იანსენთან.

"უკვე ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე ვან დერ ვაარტთან, იანსენთან, ვესტერმანთან და რაიკოვიჩთან, - ამბობს ბაიერსდორფერი. - რაფაელმა და მარსელმა უკვე იციან, რომ კლუბი მათთან კონტრაქტებს აღარ გააგრძელებს. რაც შეეხებათ ჰაიკოსა და
სლობოდანს, მათი საკითხის გარკვევა კლუბმა მომავალისთვის გადადო".

* * *
გარდა ამისა, "ჰამბურგმა", რომელიც მე-16 ადგილზეა გათამაშების ცხრილში, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოაგვარა. კლუბის ხელძღვანელობა შეუთანხმდა პეტერ ჰერმანს და ეს სპეციალისტი სეზონის ბოლომდე სპორტულ დირექტორთან, პეტერ კნებელთან ერთად გაწვრთნის ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს.

ჰერმანი მიუნხენის "ბაიერნში" იუპ ჰაინკესის ასისტენტი იყო. მან უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული