დავიდ ალაბა საფირმო ჯარიმებს ვერ დაარტყამს?

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრებისა და "ბაიერნის" მცველს, დავიდ ალაბას, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას თავისი საფირმო საჯარიმოების შესრულების მხრივ.

ამის შესახებ განაცხადა გერმანელმა პროფესორ-ორთოპედმა კრისტოფ ლილმა. მას მხედველობაში აქვს ტრავმა, რომელიც ალაბამ ავსტრიისა და ბოსნიის ნაკრებთა მატჩში (1:1) მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ ავსტრიელს მუხლის შიდა მყესების გაწყვეტა დაუდგინეს, რის გამოც ის შვიდი კვირით გამოვიდა მწყობრიდან.

"როცა ალაბა ვარჯიშებს განაახლებს, უნდა გაირკვეს - როგორ რეაგირებს დაზიანებული ადგილი. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ სათამაშო ელემენტს, როგორიცაა საჯარიმოს შესრულება ტერფის შიდა მხრიდან.

მიმაჩნია, რომ ალაბამ თ
უნდაც ვარჯიშებზე თავი უნდა შეიკავოს მარცხენა ფეხით ჯარიმების შესრულებისგან. დიდი ალბათობით, ამ ზონაში ძლიერი დატვირთვა ხელმეორე ტრავმის პროვოცირებას გამოიწვევს", - ამბობს ლილი "ბილდთან" კომენტარში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული