ბუნდესლიგა. XXVIII ტური: "ჰანოვერი" და "ჰერტა" დაზავდნენ

AutoSharing Option
10 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის XXVIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ჰანოვერმა" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

HDI-არენაზე გოლები მხოლოდ თამაშის მიწურულს გავიდა - 75-ე წუთზე კრისტიან შულცმა მასპინძლები ანგარიშში წინ გაიყვანა, თუმცა 83-ეზე ბერლინელებს ქულა ვალენტინ შტოკერმა გადაურჩინა.

აღსანიშნავია, რომ "ჰანოვერს" ეროვნულ პირველობაზე უკვე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ, 11 და 12 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXVIII ტურის წინ: "ბორუსიების" დერბი და სხვა მატჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული