სეზონში მეოთხე მწვრთნელი "ჰამბურგისთვის"

AutoSharing Option
კლოპის გადაწყვეტილებამ დაჩრდილა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ბუნდესლიგიდან:

"ჰამბურგს" 2014-15 წლების სეზონში რიგით მეოთხე (!) მწვრთნელი ჰყავს. გუნდის გადარჩენა ბრუნო ლაბადიას მიანდეს, რომელთანაც გუშინ 2016 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში სეზონი მირკო სლომკამ დაიწყო, რომელიც სექტემბერში იოზეფ ცინბაუერმა შეცვალა. ბოლო ორ წაგებულ შეხვედრაში კი გუნდს პეტერ კნებელი ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი დააბრუნეს სპორტული დირექტორის თანამდებობაზე და გუნდი ლაბადიას ჩააბარეს.

სხვათა შორის, ლაბადია ერთხელ უკვე წვრთნიდა "ჰამბურგს" - 2009-10 წლების სეზონში, რის შემდეგაც "შტუტგარტში" გადავიდა, სადაც სამი
წელი იმუშავა და იქიდან 2013 წელს დაითხოვეს.

ბუნდესლიგის 28 ტურის შემდეგ "ჰამბურგი" 25 ქულით ბოლო ადგილზეა. გადამრჩენ მე-15 პოზიციას მას ოთხი ქულა აშორებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული