ბუნდესლიგა. XXXI ტური: წაგება უკვე ჩემპიონის რანგში [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის ჩემპიონის რანგში პირველი მარცხი იგემა მიუნხენის "ბაიერნმა", რომელიც "ლევერკუზენს" ეწვია - 0:2.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, თავი ჰაკან ჩალჰანოღლუმ საჯარიმო დარტყმით და იულიან ბრანდტმა გამოიჩინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ვოლფსბურგმა" ხელიდან გაუშვა მოგება მას მერე, რაც ბას დოსტისა და ივან პერიშიჩის გოლებით 2:0-ს იგებდა, "ჰანოვერმა" ქულა გადაარჩინა - 2:2.

"შალკემ" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია "შტუტგარტის" 3:2 დამარცხებით დაასრულა.

"ჰოფენჰაიმისა" და "დორტმუნდის" მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში, საბოლოოდ ფრე - 1:1.
მასპინძლები კევინ ფოლანდმა დააწინაურა, მაგრამ მატს ჰუმელსმა შეძლო გათანაბრება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შალკე-შტუტგარტი 3:2
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (9), 1:1 ჰარნიკი (22), 1:2 კოსტიჩი (51), 2:2 ჰუნტელაარი (78), 3:2 კლაინი (89. ს. კ.)

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 2:2
გოლები: 1:0 დოსტი (24), 2:0 პერიშიჩი (45), 2:1 ბრიანი (47), 2:2 სანე (58)

აუგსბურგი-კიოლნი 0:0

ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (33), 1:1 ჰუმელსი (35)

ვერდერი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 ზელკე (66)

ფრაიბურგი-პადერბორნი 1:2
გოლები: 1:0 პეტერსენი (40), 1:1 რუპი (70), 1:2 რუპი (80)

ლევერკუზენი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (55), 2:0 ბრანდტი (81)

1. ბაიერნი 76 ქულა; 2. ვოლფსბურგი 62; 3. ლევერკუზენი - 58; 4. გლადბახი - 57; 5. შალკე - 45.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნი მაგარ კრიზიშია, დორტმუნდის ცოდვები მოეკიტხა! ეხლა ბარსელონა გადაუვლის.გაუმარჯოს იურგენ კლოპს!!!!
kuro
11:03 03-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული