ჩაო, კამო!

AutoSharing Option
ეს მოსალოდნელიც იყო: „შტუტგარტს“ იტალიელი ნახევარმცველი მაურო კამორანეზი აღარ სჭირდება და მზადაა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი უსასყიდლოდ დაუთმოს ნებისმიერს, ვინც მის გადაბირებას მოისურვებს. შვაბური კლუბის ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, კამორანეზი გათავისუფლების ფურცელს უპრობლემოდ მიიღებს. ამრიგად, ოთხი თვისა და ბუნდესლიგაში ჩატარებული შვიდი მატჩის შემდეგ, კამორანეზის ბუნდესლიგური ერა დასასრულს უახლოვდება.


„მოსამზადებელ შეკრებაზე მაუროსთან გულახდილი საუბარი მქონდა. ორივემ მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ ახალი გუნდი უნდა ეძებოს. ჩვენ მას პრობლემებს არ შევუქმნით, მის სანაცვლოდ ფულს არ მოვითხოვთ“, - „კიკერთან“ საუბარში

განაცხადა „შტუტგარტის“ მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვაბებმა კამორანეზი ტურინის „იუვენტუსიდან“ ზაფხულში გადაიბირეს და მასზე დიდ იმედებსაც ამყარებდნენ, მაგრამ მაურომ მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ბუნდესლიგაში ჩატარებულ შვიდ მატჩში ერთადერთი, რაც „მოახერხა“, წითელი ბარათის აკიდება იყო. ფეხბურთელი, რომელსაც იტალიის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლოს მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული