მარიო გიოტცეს დამცველები გამოუჩნდნენ

AutoSharing Option
ბოლო დროს მოდური გახდა "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს კრიტიკა, რასაც სათავე გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ფრანც ბეკენბაუერმა დაუდო. მისი თქმით, დროა, მარიო გაიზარდოს და საკუთარი თამაშის დონე აამაღლოს.

ასევე, დაიწერა, რომ "ბაიერნს" გიოტცე არ სჭირდება და ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი "დორტმუნდში" დაბრუნება იქნება.

ამ აჟიოტაჟის შემდეგ რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა და გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა "სუპერმარიოს" დაცვა გადაწყვიტეს.

"ჩვენ მის მხარეს ვართ და დავეხმარებით მარიოს. მთლიანად ვუჭერთ მხარს გიოტცეს. ის ჩვენ გვჭირდება. თან მოქმედი კონტრაქტი აქვს და როგორ
შეიძლება, "ბაიერნში" მომავალი არ ჰქონდეს? ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და გარკვეული დრო სჭირდება", - განაცხადა ზამერმა.

საყოველთაო დისკუსიაში ლიოვიც ჩაერთო.

"არ მესმის ამ არაობიექტური კრიტიკისა და დისკუსიის მიზეზი. სულ ცოტა ხნის წინ მარიო ეროვნული გმირი იყო, ახლა კი უცებ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ეს საქმისადმი ძალიან ცუდი მიდგომაა.

არასამართლიანია გიოტცეს თამაშის შეფასება იქიდან გამომდინარე, რომ მან ერთადერთი გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. არავის არ შეუძლია ასეთი დონის მოლოდინით ცხოვრება. ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი - მარიო განსაკუთრებულად ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

მას შეუძლია გაიზარდოს როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება, მაგრამ ბიჭს აქვს შეცდომის უფლება. მარიოს დიდი მომავალი ელოდება "ბაიერნსა" და გერმანიის ნაკრებში. ეჭვგარეშეა, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში", - განაცხადა ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიოტცე იმიტომ ვერ თამაშობს, რომ გვარდიოლამ ადგილი ვერ მოუძებნა გუნდში, ისევე, როგორც კროოსს ვერ მოუძებნა და რომელსაც პროფესორი შეარქვა ანჩელოტიმ, გიოტცე კი არ უნდა წავიდეს ბაიერნიდან, გვარდიოლა უნდა წავიდეს თავისი მოთრეული ჩაბი ალონსოსთან ერთად
ბმბ
17:12 15-05-2015
0
ჩაბი ალონსოზე როგორ უნდა თქვა კაცმა მოთრეულიაო!!!
ფეხბურთი თუ გესმის კაცს ალონსოზე ვერ იტყვი ცუდს!
daviti
21:58 15-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული