ასევე, დაიწერა, რომ "ბაიერნს" გიოტცე არ სჭირდება და ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი "დორტმუნდში" დაბრუნება იქნება.
ამ აჟიოტაჟის შემდეგ რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა და გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა "სუპერმარიოს" დაცვა გადაწყვიტეს.
"ჩვენ მის მხარეს ვართ და დავეხმარებით მარიოს. მთლიანად ვუჭერთ მხარს გიოტცეს. ის ჩვენ გვჭირდება. თან მოქმედი კონტრაქტი აქვს და როგორ
საყოველთაო დისკუსიაში ლიოვიც ჩაერთო.
"არ მესმის ამ არაობიექტური კრიტიკისა და დისკუსიის მიზეზი. სულ ცოტა ხნის წინ მარიო ეროვნული გმირი იყო, ახლა კი უცებ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ეს საქმისადმი ძალიან ცუდი მიდგომაა.
არასამართლიანია გიოტცეს თამაშის შეფასება იქიდან გამომდინარე, რომ მან ერთადერთი გოლი გაიტანა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. არავის არ შეუძლია ასეთი დონის მოლოდინით ცხოვრება. ჩემთვის მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი - მარიო განსაკუთრებულად ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
მას შეუძლია გაიზარდოს როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება, მაგრამ ბიჭს აქვს შეცდომის უფლება. მარიოს დიდი მომავალი ელოდება "ბაიერნსა" და გერმანიის ნაკრებში. ეჭვგარეშეა, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში", - განაცხადა ბუნდესნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფეხბურთი თუ გესმის კაცს ალონსოზე ვერ იტყვი ცუდს!