დაიწყო მეორე წრე და „დორტმუნდის“ მჯობნი ისევ არ ჩანს. არადა, ბევრს ჰქონდა იმის იმედი, რომ „ლევერკუზენი“ „ბორუსიას“ დამარცხებას და მასთან შვიდქულიან დისტანციაზე მიახლოვებას შეძლებდა, რაც თავის მხრივ ინტრიგის გამოცოცხლების ნიშანი იქნებოდა, მაგრამ პირველი წრის ტრიუმფატორმა „შავ-ყვითლებმა“ მეორე წრეც იმდენად შთამბეჭდავი თამაშითა და გამარჯვებით დაიწყეს, რომ ვისაც ბოლომდე არ სჯეროდა, ახლა მაინც დაიჯერებს, რომ დორტმუნდელთა შეჩერება ამ სეზონში ძალიან ძნელი იქნება.
BVB-მ მესამეადგილოსან მეტოქეს მეორე ტაიმის დასაწყისში, ექვს წუთში სამი გოლი გაუტანა და სწრაფად მოუმთავრა ყველაფერი. კევინ გროსკროიტცმა ორი ეფექტური გოლი
ორი აზრი არ არსებობს: იურგენ კლოპის გუნდის შეჩერება ნელ-ნელა წარმოუდგენელი ხდება.
ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 1:3
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი – შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კასტრო – ლ. ბენდერი (60. ბარნეტა), როლფესი – სემი (60. ვიდალი), რენატო – კისლინგი, ჰელმესი (60. დერდიოკი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი – პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – ს. ბენდერი (46. და სილვა), ნ. შაჰინი – ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (68. ბარიოსი), გროსკროიტცი (87. ფელიპე სანტანა) – ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (49), 0:2 გროსკროიტცი (53), 0:3 გიოტცე (55), 1:3 კისლინგი (80)
გაფრთხილება: კისლინგი, მ. ფრიდრიხი – გროსკროიტცი
მაყურებელი: 30 000.
.