მიმდინარე სეზონში 29 წლის გერმანელმა მეკარემ ბუნდესლიგის 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 20 მატჩში ნოიერმა კარი მშრალად შეინახა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
ამ მაჩვენებლით ნოიერმა "ბაიერნის" ლეგენდარულ მეკარეს ოლივერ კანს აჯობა, რომელმაც 2001/02 წლების სეზონში 19-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.
გარდა ამისა "ბაიერნმა" მიმდინარე სეზონში 34 მატჩიდან 22-ში გოლი არ გაუშვა, რაც ასევე რეკორდია.