წყაროს ცნობით, გერმანულ გრანდს ამ ტრანსფერის შესაძლებლობაზე საუბარი უკვე ჰქონდა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან.
არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" მადრიდის "რეალიდან" 2014/15 წლების სეზონის წინ, 75 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა კლუბისა და მისი გულშემატკივრების იმედები აშკარად ვერ გაამართლა.