ზამერი და ჰრუბეში ერთად?

AutoSharing Option
"კიკერის" ცნობით, "ჰამბურგი" სამწვრთნელო შტაბში დიდ გადაადგილებებს გეგმავს. ყველაზე ავტორიტეტული გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელები გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან ერთბაშად ორი კოლორიტის გადაბირებას გეგმავენ. "კიკერი" წერს, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის კანდიდატურა "ჰამბურგში" იგივე თანამდებობაზე განიხილება და რომ HSV-სა და ზამერს შორის მხოლოდ მცირე დეტალებიღაა შესათანხმებელი.

რაც შეეხება მეორე პიროვნებას: ჩრდილოელები მთავარი მწვრთნელის, არმინ ფეეს გათავისუფლებას და მის ნაცვლად, ლეგენდარული ჰორსტ ჰრუბეშის დანიშვნას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ჰრუბეში გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონი
გახადა, 2009-ში კი კონტინენტის პირველობა უკვე გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებს მოაგებინა. ორივე ტიტულის მოგების დროს, გერმანიის საფეხბურთო კავშირში ბავშვთა ფეხბურთის კურატორი სწორედ ზამერი გახლდათ და მათიასი ახლაც ამ თანამდებობაზეა. "ჰამბურგის" შეფები დარწმუნებულები არიან, რომ ზამერისა და ჰრუბეშის ტანდემი HSV-საც დიდ წარმატებებს მოუტანს.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული