ლიოვი: გიოტცე დიდი ბიჭი გაიზრდება!

AutoSharing Option

ორშაბათს, ფრანკფურტში, გერმანიის საფეხბურთო კავშირის მთავარ ოფისში ბუნდესლიგის კლუბების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ყველა საჭირბოროტო საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრას გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა, რომელმაც საღამოს პრესასთან სასაუბროდ მოიცალა და საკმაოდ დიდხანს ილაპარაკა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარიო გიოტცეს შესახებ, რომელიც გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

„არ დაგიმალავთ, ჩემთვის მართლა გასაოცარია ის, რომ მარიო ბუნდესლიგაში უმაღლეს დონეზე თამაშობს და თანაც, ისეთი მშვიდი და აუღელვებელია, თითქოს 18-ის კი არა, უკვე 30 წლის იყოს. გიოტცე გერმანიის ნაკრებშიც მყავდა გამოძახებული და ძალიან მომეწონა. „ჰამბურგთან“

მის თამაშს რომ ვუყურებდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გიოტცეს შეუძლია, უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდეს,“ - უთხრა იოგიმ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ლიოვის ასეთი განცხადების შემდეგ, გიოტცეს შეუძლია, დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ბუნდესმწვრთნელი მას გერმანიის ნაკრების უახლოესი მატჩისთვის (თებერვალში, იტალიის ნაკრებთან) აუცილებლად გამოიძახებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული