გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.
"ბასტიანს თავისი კარიერის მიწურულს რაღაც ახალი სურს. მან გვთხოვა, რომ მის სურვილს გაგებით მოვკიდებოდით", - აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს კლუბის "ტვიტერი".
არსებული ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველში ინგლისური კლუბი 20 მლნ ევროს გადაიხდის. ცნობილია თავად ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალებიც - ბასტიანი "მანჩესტერს" სამი წლით დაუკავშირდება, წელიწადში კი 10 მლნ ევროს
შეგახსენებთ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი "ბაიერნის" აღზრდილია და ყველაზე ტურნირზე ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 500 მატჩში 67 გოლი გაიტანა. ის 2014 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.