გერმანული მედიის ცნობით, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი აზიაში ნახევარმცველების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე მოემზადება. ჰოლანდიელ ფეხბურთელს კუნთების პრობლემა აქვს, ფრანგმა კი დიდი ხანი არაა, რაც ფეხი თაბაშირისგან გაითავისუფლა.
როგორც ირკვევა, მიუნხენში ასევე დარჩებიან მცველები: დანტე, იან კირხოფი და ჰოლგერ ბადშტუბერი.