ჰამბურგისკენ ჰერი ჰერი!

AutoSharing Option
მათიას ზამერი "ჰამბურგის" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება. საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელებს ამჟამად გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მომუშავე ზამერის გადაბირება სურთ. `კიკერი~ იუწყება, რომ `ჰამბურგის~ ხელმძღვანელები ზამერს ყველაფერზე შეუთანხმდნენ და ახლა მთავარი ისაა, რომ მათიასმა საფეხბურთო კავშირისგან გათავისუფლების ფურცელი მიიღოს. ჩრდილოელები 90-იანი წლების ლეგენდარულ ფეხბურთელს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზეც განიხილავდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა თვითონ მათიასმა იუარა.

ერთი სიტყვით, ზამერი `ჰამბურგთან~ ყველაფერზე შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერს
უნდა დაელაპარაკოს და ჩრდილოგერმანულ კლუბში გადასვლის უფლება მიიღოს. ცვანციგერმა ამას წინათ თქვა, მათიასის დათმობა არ გვინდა, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტს, ხელს ნამდვილად ვერ შევუშლით და იმედი მაქვს, `ჰამბურგი~ ისეთ პირობებს შესთავაზებს, რომ მათიასს იქ გადასვლა უღირდესო. გაირკვა ისიც, რომ ჰამბურგელები ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ბასტიან რაინჰარდტის გაშვებას არ აპირებენ. HSV-ს ყოფილი ფეხბურთელი სხვა, შედარებით დაბალი რანგის თანამდებობას დაიკავებს. თუ რა პოსტზე იმუშავებს რაინჰარდტი, ამას უკვე ახალი სპორტული დირექტორი გადაწყვეტს, რომელიც უკვე ცხადია, რომ მათიას ზამერი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული