ია კონანის ფიქრები

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ "ჰანოვერი" მეორე ადგილზე რომ არის, ეს სხვებთან ერთად, პირველ რიგში თავდამსხმელ დიდიე ია კონანის დამსახურებაა. თვითონ განსაჯეთ, გარდა იმისა, რომ კოტ დ"ივუარელ ფორვარდს 10 გოლი აქვს გატანილი, საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელიც: როცა ია კონანმა ვერ ითამაშა, `ჰანოვერმა~ მის გარეშე ყველა თამაში წააგო.

შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ `ჰანოვერის~ ბოსებმა ია კონანს კონტრაქტი 2014 წლამდე გაუგრძელეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდიეს `ჰანოვერში~ თამაში აუცილებლად 2014 წლამდე მოუწევს, რადგან ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გაარკვიეს,
რომ მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც 26 წლის თავდამსხმელს `ჰანოვერიდან~ წასვლა მხოლოდ რომელიმე ტოპ-კლუბში შეუძლია და მისი მინიმალური ფასი 10 მილიონი ევროა.

`ჰანოვერი~ ძალიან მიყვარს, რადგან საფეხბურთო ევროპამ სწორედ ამ კლუბიდან, ამ ქალაქიდან გამიცნო და ამ გუნდისთვის ძალღონეს არასდროს დავიშურებ, მაგრამ ვერავის შევპირდები, რომ კარიერის ბოლომდე `ჰანოვერში~ ვითამაშებ,~ - აცხადებს ია კონანი `შპორტ ბილდისთვის~ მიცემულ ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული