კლოზე რჩება, ვან ბომელს შეუძლია წავიდეს

AutoSharing Option
"მიუნხენერ თაგესცაითუნგის" ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა გუშინ ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, მიროსლავ კლოზესა და მარკ ვან ბომელის თაობაზე კონკრეტულ დასკვნამდე მივიდნენ. ზემოთ ხსენებული გამოცემის ოფიციალური ვებ-გვერდი გუშინ საღამოს იუწყებოდა, რომ `ბაიერნის~ შეფებისა და მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის გადაწყვეტილებით, კლოზეს რეკორდმაისტერიდან წასვლის უფლება არ აქვს, რადგან ის ვან გაალს მეორე წრეშიც ძალიან სჭირდება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მიუნხენური კლუბის განაცხადში ახლა მხოლოდ სამი ფორვადია დარჩენილი: მარიო გომესი, კლოზე და თომას მიულერი, რომელიც არცაა ტიპური ცენტრალური თავდამსხმელი. როგორც იცით, ივიცა
ოლიჩი ტრავმირებულია.

რაც შეეხება ვან ბომელს: ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მიუნხენელთა ჰოლანდიელ კაპიტანს შეუძლია, `ბაიერნიდან~ წავიდეს. თუკი გამოჩნდება ისეთი გუნდი, რომელიც ჰოლანდიელ საყრდენში მისაღებ თანხას გადაიხდის, ბავარიელები თავის კაპიტანს უპრობლემოდ შეელევიან. თანაც, `ბაიერნი~ ვან ბომელში ბევრ ფულს არ ითხოვს.

ცნობილია, რომ რამდენიმე გერმანულ კლუბთან ერთად (ვოლფსბურგი, ჰამბურგი, შტუტგარტი), ვან ბომელის გადაბირება ინგლისურ `ლივერპულსაც~ უნდა. გერმანელ მიმომხილველებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ იმაში, რომ ვან ბომელი მერსისაიდელთა წინადადებას დათანხმდება და `ენფილდზე~ გადავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული