მიუნხენის "ბაიერნი" ჩინურ გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიუნხენის "ბაიერნი" ჩინურ "გუანჩჟოუ ევერგრანდთან" ამხანაგურ მატჩში პენალტების სერიაში დამარცხდა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ძირითად დროში გოლის გატანა ვერ მოახერხა და პენალტების სერიაში წააგო. მიუნხენელებმა ანგარიშით 4:5 დათმეს.

მომდევნო შეხვედრას "ბაიერნი" პირველ აგვისტოს გამართავს. გერმანიის სუპერთასის მატჩში მიუნხენელები თასის მფლობელ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ ჩინური გუნდის რიგებში ითამაშა ახალწვეულმა რობინიომ, რომელმაც კლუბთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიელმა მოედანზე 45 წუთი გაატარა და შესვენებაზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული