Kicker: გერმანიაში საუკეთესო ბელგიელია

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ჟურნალმა "კიკერმა", ტრადიციულად, შეაჯამა გასული სეზონის შედეგები და ლაურეატები დაასახელა.

2014-15 წლების გერმანიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა "ვოლფსბურგის" შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი. მან შესაბამის ნომინაციაში აჯობა "ბაიერნის" ფეხბურთელებს - მანუელ ნოიერსა და არიენ რობენს.

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელმა ჟურნალისტთა 367 ხმა მიიღო. მას დიდი მანძილით ჩამორჩნენ რობენი და ნოიერი, რომლებმაც, შესაბამისად, 94 და 67 ხმა მიიღეს.

"სხვა ქვეყანაში წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული - განსაკუთრებული მიღწევაა", - განაცხადა კევინმა.

გასულ სეზონში, 24 წლის დე ბრუინმა 34 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ცხრა
გოლითა და 21 შედეგიანი პასით დაეხმარა თავის გუნდს, სულ 51 ოფიციალურ მატჩში კი 16 გოლი და 28 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"წლის მწვრთნელის" ნომინაცია მოიგო "ვოლფსბურგის" დამრიგებელმა დიტერ ჰეკინგმა. მან თავისი გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილამდე მიიყვანა, სეზონის ბოლოს კი დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა - 3:1 და გერმანიის თასი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული