პოდოლსკი რუსეთში?

AutoSharing Option

სანკტ პეტერბურგის „ზენიტი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას დუბაიში გადის და სწორედ დუბაიდან გავრცელდა ის ინფორმაცია, რომელიც მერე მთელ საფეხბურთო გერმანიას მოედო: რუსეთის ჩემპიონ „კიოლნისა“ და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, ლუკას პოდოლსკის გადაბირება უნდა. 25 წლის პოლდით დაინტერესება „ზენიტის“ სპორტულმა დირექტორმა იგორ კორნეევმა დაადასტურა.

„რაკი ამბობენ, რომ ჩვენ პოდოლსკის შეძენა გვინდა, ესე იგი, ასეცაა. პოდოლსკი ძალიან მაგარი თავდამსხმელია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „კიოლნთან“ მოლაპარაკებები ჯერ არ დაგვიწყია,“ - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია „ზენიტის“ დაინტერესების შესახებ თვითონ პოდოლსკიმაც დაადასტურა: ვიცი, რომ

რუსებს ჩემი ყიდვა უნდათ, მაგრამ მეტი არც არაფერი მაქვს სათქმელიო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ზენიტი“ მზადაა „კიოლნს“ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს, ოღონდ, პეტერბურგელებს ლუკასი ახლავე სურთ, რადგან ძალიან უნდათ, რომ ახალი სეზონი გერმანელი თავდამსხმელით დაიწყონ (რუსეთის ჩემპიონატი სტარტს მარტში აიღებს). კიოლნელებს პოლდი რა თქმა უნდა არ ეთმობათ და იანვარში მის გაყიდვას გამორიცხავენ, მაგრამ აქ სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი: პოდოლსკის „თხებთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე კი აკავშირებს, მაგრამ თუ „კიოლნი“ ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში გავარდება (ამის დიდი შანსია, რადგან „თხები“ 18 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა), ლუკასს გუნდის დატოვება 5 მილიონ ევროდ შეეძლება. ასე რომ, რისკის გათვალისწინებით, „კიოლნს“ პოლდის გაყიდვა ახლა უფრო უღირს.







.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული