* "შალკემ" ბუნდესლიგაში მე-400 ფრე ითამაშა.
* დავიდ ალაბამ ზედიზედ მე-100 მატჩი ჩაატარა გაფრთხილების გარეშე.
* "აინტრახტი" ზედიზედ 12 მატჩია შინ არ მარცხდება.
* პირველად ბოლო 21 თვის განმავლობაში, "ჰამბურგმა" ჩამორჩენის შემდეგ მოიგო.
* ბრუნო ლაბადიას დაბრუნების შემდეგ "ჰამბურგს" შინ არ წაუგია (3 მოგება, 2 ფრე).
"ჰოფენჰაიმისა" და "ბაიერნის" დუელი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მათი დაპირისპირების ისტორიიდან გამომდინარე უნდა ყოფილიყო. "ჰოფემ" აქამდე 14 მატჩი ჩაატარა რეკორდმაისტერთან და
ზუსტად ასე მოხდა ამჯერადაც. კევინ ფოლანდმა გაიმეორა ლევერკუზენელი ბელარაბის რეკორდი და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - მან ალაბას შეცდომით ისარგებლა და მე-9 წამზე (!) გახსნა ანგარიში. "ჰოფენჰაიმი" მეექვსედ დაწინაურდა "ბაიერნთან" მატჩებში და... მეექვსედ წააგო, როცა 90-ე წუთზე ლევანდოვსკისგან მიიღო გოლი საკუთარ კარში.
სანამ პოლონელი სამ ქულას მოუტანდა ჩემპიონს, ფოლანდისა და მის გოლებს შორის ბევრი საინტერესო მოხდა. "ბაიერნი", რა თქმა უნდა, დომინირებდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს შეძლო. მიულერმა რამდენიმე კარგი შანსი გაანიავა (ერთხელ ძელს გაარტყა ბურთი), მაგრამ დუგლას კოშტას დარტყმის შემდეგ დამატებაზე ივარგა და ანგარიში გაათანაბრა. კოშტას თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია.
სეზონის სტარტზე ბრაზილიელი აშკარად საუკეთესოა გვარდიოლას გუნდში. ამჯერადაც, ექსშახტარელმა ორი საგოლე პასით გამოიჩინა თავი. "ბაიერნს" 13 შედეგიანი ჩაწოდება ჰქონდა ფლანგიდან და რვა სწორედ კოშტას ანგარიშზეა.
მეორე ტაიმში პირველი რეალური მომენტი ვიდალმა შექმნა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მისი დარტყმა ძელს მოხვდა. ცოტა ხანში კი "ჰოფენჰაიმმა" წინ გასვლის თითქმის ასპროცენტიანი მომენტი მიიღო: ბოატენგმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს, მაგრამ პენალტი პოლანსკიმ ვერ გაიტანა - ძელს გაარტყა ბურთი. აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგაში ბოლო ხუთი პენალტიდან, რომელიც ნოიერს დაურტყეს, ოთხი არ გავიდა.
დარჩენილ დროში, ათკაციანმა "ბაიერნმა" გამონახა ძალები სამი ქულის მოსაპოვებლად. კარგად შევიდა მოედანზე ლევანდოვსკი, რომელმაც ჯერ ერთი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ შემდეგ შეძლო დუგლას კოშტას პასის გოლში გარდასახვა. პოლონელმა კარიერაში მეათედ გაუტანა ბაუმანს და გერმანიის ლიგაში მოთამაშე მეკარეებს შორის ყველაზე ხშირად სწორედ ეს გოლკიპერი ჰყავს დაბრიყვებული.
"ბაიერნს" ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს, "ჰოფენჰაიმს" კი არც ერთი. არადა, ეს გუნდი პირველ ტურშიც უგებდა "ლევერკუზენს", მაგრამ ასევე 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ გამოცხადდა, რომ "ჰოფეს" რიგებში "ნაპოლიდან" გადავიდა 25 წლის ჩილელი ფორვარდი ედუარდო ვარგასი. შეგახსენებთ, რომ ეს თავდამსხმელი წლევანდელი კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გერეროსთან ერთად.
ამ მატჩში ტრავმა მიიღო "ბაიერნის" მცველმა ბენატიამ, რომელსაც, მინიმუმ, ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს. ასე რომ, მომდევნო ტურში "ლევერკუზენთან" გვარდიოლას ორი ძირითადი მცველი არ ეყოლება - ბენატია და ბოატენგი.
* * *
ბურთების უკეთესი სხვაობით, ახალი ლიდერი "დორტმუნდი" გახდა. ორიდან ორი მოგება და ბურთების შეფარდება - 8:0. ბუნდესლიგაში ასეთი სტარტი "ბორუსიის" მთავარი მწვრთნელის რანგში არავის ჰქონია; თან ტუხელის გუნდს ახალ სეზონში ექვსიდან ექვსი ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული - სამი ევროპალიგაზე, ორი ბუნდესლიგაში და ერთიც გერმანიის თასზე.
დებიუტანტმა "ინგოლშტადტმა" თითქმის ტაიმნახევარი გაუძლო ფავორიტს. მეტოქე ბევრჯერ დაინდო ობამეიანგმა, რომელსაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლო. მასპინძლების თამაში დაცვაში მაშინ მოიშალა, როცა გინტერმა თავისი პირველი გოლი გაიტანა "დორტმუნდის" მაისურით. ამას მოჰყვა როისის პენალტი და კიდევ ორი გოლი კაგავასა და იმავე ობამეიანგისგან - 4:0.
ბოლოს "დორტმუნდი" ბუნდესლიგის ლიდერი 2013-14 წლების სეზონში მეშვიდე ტურის შემდეგ იყო.
* * *
კიდევ ერთი ექვსქულიანი გუნდი "ლევერკუზენი" გახდა, რომლის მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა "ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის (0:1) შემდეგ როტაცია მოახდინა და სასტარტო შემადგენლობა გადაახალისა - ძირითადში გამოჩნდნენ რამალიო, ბრანდტი, მეჰემედი. "ჰანოვერთან" გასვლით მატჩში ელოდნენ არანგისის დებიუტს, მაგრამ ჩილელმა ბოლო ვარჯიშზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ, პირველი წრის ბოლომდე გამოეთიშა დიდ ფეხბურთს.
"ჰანოვერთან" შეხვედრაში "ლევერკუზენი" მშვიდად აკონტროლებდა სიტუაციას - მთელი 90 წუთის განმავლობაში მასპინძლებს საჯარიმოდან კარში არ დაურტყამთ. ასევე საჯარიმოს გარედან გავიდა ამ მატჩში ერთადერთი გოლი - საფირმო ჯარიმით "ბაიერს" სამი ქულა ჩალჰანოგლუმ მოუტანა. ეს იყო თურქის 67-ე მატჩი ბუნდესლიგაში და მე-11 გოლი ჯარიმიდან. მეორე ტაიმში მან ასევე სტანდარტულიდან ძელს გაარტყა ბურთი.
* * *
როგორც უცხოურ მედიაში იწერება, დღეს ოფიციალურად გამოცხადდება ვოლფსბურგელი შემტევების - პერიშიჩისა და დე ბრუინის "ინტერსა" და "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერების შესახებ, მანამდე კი ორივენი "კიოლნთან" გასვლით მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ.
"კიოლნი" ამ შეხვედრას შინ ზედიზედ ათმატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და არც ახლა დაუთმო არაფერი გერმანიის ვიცე-ჩემპიონს, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა ბუნდესლიგის სტარტს.
"ვოლფსბურგს" არც მეორე ტაიმში გაუუმჯობესებია რადიკალურად თავისი თამაში. უფრო მეტიც, ცოლერმა დუბლის შესრულების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, როცა მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, მოგვიანებით კი მოდესტემ გაუშვა მეორე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა.
ისე ჩანდა, რომ "კიოლნი" უფრო გაიტანდა მეორე გოლს, ვიდრე "ვოლფსბურგი" გაათანაბრებდა, მაგრამ, საბოლოოდ, "მგლებმა" კინაღამ სამი ქულა აიღეს. ბენდტნერმა კალიჯურის დარტყმულს დაამატა და თანაფარდობა აღადგინა, ბოლო წუთზე კი მასპინძლების უხეში შეცდომით მეკარესთან პირისპირ დე ბრუინი გავიდა, მაგრამ მისი პირველი დარტყმული ჰორნმა მოიგერია, მეორე კი მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან.
საბოლოოდ, ლოგიკური 1:1 მივიღეთ, რადგან "ვოლფსბურგს" არ დაუმსახურებია გამარჯვება.
* * *
"ვერდერთან" სტუმრად დამაჯერებელი მოგების შემდეგ წაიფორხილა "შალკემ", რომელმაც შინ ვერ მოუგო დებიუტანტ "დარმშტადტს". სტუმრების სასტარტო აქტიურობამ კინაღამ წალეკა "შალკე" - ჯერ რაუშმა გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ვრანჩიჩმა ახლო მანძილიდან გაარტყა ფერმანს.
"მეშახტეებს" აზრზე მოსასვლელად შესვენება დასჭირდათ და მეორე ტაიმში სულ სხვა "შალკე" ვიხილეთ. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ დრაქსლერმა მალე ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი გაისმა და ჰუნტელაარმა გაუშვეს ხელიდან მოგების კარგი შანსი. ისე კი, აშკარად ჩანს, რომ ბრაიტენრაიტერის ხელში "შალკე" ჯერ კიდევ დაულაგებელია.
* * *
ბუნდესლიგის სტარტის ყველაზე დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა "გლადბახის" ბოლო ადგილი. გუნდი, რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ტურის ბოლო მატჩში შინ დამარცხდა "მაინცთან", რომელმაც, თავის მხრივ, პირველ ტურში შინ წააგო აბსოლუტურ დებიუტანტთან, "ინგოლშტადტთან".
პირველი ტაიმი ლოგიკურად სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორეში სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოექცნენ - ერთხელ ვერ გაძლეს და ჰერმანს გაათანაბრებინეს, მაგრამ შემდეგი იერიშები მოიგერიეს და თავად მოიპოვეს ინიციატივა, რასაც კლემენსის გოლი მოჰყვა. ბოლოს, თითქოს, "ბორუსიის" შტურმი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კინაღამ "მაინცმა" გაიტანა მესამე - მუტომ ხელსაყრელი მომენტი გააფუჭა.
ბუნდესლიგა. II ტური
21 აგვისტო
ჰერტა-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 შტოკერი (6), 1:1 უჯა (26)
ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ჰარაგუჩი, დარიდა, შტოკერი (89. ბრუქსი), ჰეგელერი (75. ვაიზერი), კალუ (82. ბაუმიოჰანი).
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, უ. გარსია, ბარგფრედე, ფრიტცი, იუნუზოვიჩი (90. გალვესი), მ. ეგეშტაინი (63. ბარტელსი), იოჰანსონი (80. იოზთუნალი), უჯა.
გაფრთხილება: - ფრიტცი
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 11-16 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 10(2)-9(3) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 56 376
22 აგვისტო
შალკე-დარმშტადტი 1:1
გოლები: 0:1 რაუში (9), 1:1 დრაქსლერი (47)
შალკე: ფერმანი, ჯუნიორ კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო, გაისი, ჰიოგერი (80. ლ. სანე), ჩუპო-მოტინგი, დრაქსლერი, დი სანტო (73. მაიერი), ჰუნტელაარი.
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი, გონდორფი, ნიმაიერი, ჰელერი, რაუში (87. კემპე), ვრანჩიჩი (50. ზაილერი), შტროჰ-ენგელი (83. ვაგნერი).
გაფრთხილება: დრაქსლერი - ზაილერი, ვაგნერი
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 16-18 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 21(5)-9(3) ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 61 565
ჰანოვერი-ლევერკუზენი 0:1
გოლი: 0:1 ჩალჰანოგლუ (18)
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ზორგი, შმიდებახი (71. ანდრეასენი), ს. სანე, ქარამანი, პრიბი, ბენშოპი (67. ა. ზობიხი), ერდინჩი (60. სენტ-მაქსიმინი).
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, რამალიო, ტაჰი, ვენდელი, ლ. ბენდერი, კრამერი, ჩალჰანოგლუ (89. პაპადოპულოსი), ბრანდტი (61. ბელარაბი), მეჰმედი (75. კრუსი), კისლინგი.
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 15-20 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 6(3)-11(4) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 39 100
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 1:2
გოლები: 1:0 ფოლანდი (1), 1:1 მიულერი (41), 1:2 ლევანდოვსკი (90)
74-ე წუთზე პოლანსკიმ ვერ გამოიყენა პენალტი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი, სხარი (90+1. ოხსი), ზიულე, კიმი, შვეგლერი, შმიდი (64. რუდი), პოლანსკი, ცუბერი, ფოლანდი, კურანი (69. უტი).
ბაიერნი: ნოიერი, ბენატია (36. რაფინია), ბოატენგი, ალაბა, ლამი (67. ლევანდოვსკი), ჩაბი ალონსო, ვიდალი, რობენი (59. ტიაგო ალკანტარა), გიოტცე, დუგლას კოშტა, მიულერი.
გაძევება: ბოატენგი (73. ბაიერნი)
გაფრთხილება: შვეგლერი, კიმი, პოლანსკი - მიულერი, რაფინია
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 18-17 თამაშგარე: 1-6 კარში დარტყმა: 8(1)-21(9) ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 30 150
კიოლნი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 ცოლერი (30), 1:1 ბენდტნერი (83)
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინტცი, ჰექტორი, ფოგტი, ლემანი, რისე, ბიტენკურტი (68. გერჰარდტი), ცოლერი (81. იოიჩი), მოდესტე.
ვოლფსბურგი: კასტელსი, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, ჰანტი (66. კალიჯური), ლუიშ გუსტავო, პერიშიჩი (74. ბენდტნერი), კრუზე (82. არნოლდი), დე ბრუინი, დოსტი.
გაფრთხილება: ლემანი, ფოგტი - კლოზე
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 15-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 9(6)-15(7) ბურთის ფლობა: 36%-64%
მაყურებელი: 46 000
აინტრახტი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 კაიუბი (24), 1:1 რუსი (86)
აინტრახტი: ჰრადეცკი, ჰასებე (67. იგნიოვსკი), სამბრანო, აბრაჰამი, ოშჩიპკა, რუსი, რაინარტცი, აიგნერი, გერეზგიჰერი (46. ჩენდლერი), სეფეროვიჩი, კასტაინოსი (74. ვალდშმიდტი).
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, სტაფილიდისი, ბაიერი, კორი, ესვაინი (76. ფოილნერი), ჰალილ ალთინთოფი (68. დონ-ვონ ჟი), ტობიას ვერნერი (90+2. მიოლდერსი), კაიუბი.
გაფრთხილება: ჰასებე, სამბრანო - კორი, ვერჰაეგი
კუთხური: 7-4 ჯარიმა: 17-21 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 11(3)-14(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 46 000
ჰამბურგი-შტუტგარტი 3:2
გოლები: 0:1 გინჩეკი (24), 1:1 ილიჩევიჩი (34), 1:2 გინჩეკი (42), 2:2 ლასოგა (84), 3:2 ჯურუ (89)
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, ჯურუ, სპაჰიჩი, ოშტრჩოლეკი, ეკდალი, იუნგი, ჰოლტბი (58. ლასოგა), გრეგორიტში (78. ნ. მიულერი), ილიჩევიჩი, შიპლოკი (66. ოლიჩი).
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, ბაუმგარტლი, ჰლუშეკი, ინსუა, რუპი (56. შვააბი), გენტნერი, დიდავი (85. ტიმო ვერნერი), კოსტიჩი (76. გრუესო), ჰარნიკი, გინჩეკი.
გაძევება: კლაინი (53. შტუტგარტი)
გაფრთხილება: გრეგორიტში, ჯურუ, იუნგი - რუპი, კოსტიჩი, დიდავი
კუთხური: 0-5 ჯარიმა: 17-21 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 14(5)-12(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 54 618
23 აგვისტო
ინგოლშტადტი-დორტმუნდი 0:4
გოლები: 0:1 გინტერი (55), 0:2 როისი (60-პენ), 0:3 კაგავა (84), 0:4 ობამეიანგი (90+1)
ინგოლშტადტი: ნილანდი, ლეველსი, ბრეჟერი, ჰიუბნერი (46. მ. მატიპი), ენგელი (74. ზუტნერი), როჟერი, გროსი, მორალესი, ჰარტმანი (61. ლექსი), ჰინტერსეერი, ლეკი.
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, ვაიგლი, როისი (80. რამოსი), კაგავა (86. გონსალო კასტრო), მხითარიანი (73. ჰოფმანი), ობამეიანგი.
გაფრთხილება: ლეკი, როჟერი - მხითარიანი, სუბოტიჩი, კაგავა
კუთხური: 1-4 ჯარიმა: 17-14 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 3(2)-18(8) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 15 100
გლადბახი-მაინცი 1:2
გოლები: 0:1 ხაირო (42), 1:1 ჰერმანი (54), 1:2 კლემენსი (79)
გლადბახი: ზომერი, კორბი, მ. შულცი, იანტჩკე, ვენდტი, შტინდლი (81. დრმიჩი), ჯაკა, ტრაორე, ჰერმანი (81. ჰრგოტა), რაფაელი, აზარი (88. დაუდი).
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, ბაუმგარტლინგერი, ფ. ფრაი, კლემენსი (82. ბალოგუნი), მალი (65. ლატცა), ხაირო, მუტო (90+1. კოო).
გაფრთხილება: ვენდტი, კორბი - ფ. ფრაი
კუთხური: 3-0 ჯარიმა: 11-11 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 15(6)-13(4) ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 50 172
ბომბარდირები: 3 - მიულერი (ბაიერნი); 2 - ობამეიანგი (დორტმუნდი), მხითარიანი (დორტმუნდი), როისი (დორტმუნდი), გინჩეკი (შტუტგარტი), ჰელერი (დარმშტადტი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), ცოლერი (კიოლნი).
მომდევნო ტური
28 აგვისტო:
ვოლფსბურგი-შალკე.
29 აგვისტო:
შტუტგარტი-აინტრახტი, აუგსბურგი-ინგოლშტადტი, კიოლნი-ჰამბურგი, მაინცი-ჰანოვერი, დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი, ბაიერნი-ლევერკუზენი.
30 აგვისტო:
დორტმუნდი-ჰერტა, ვერდერი-გლადბახი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"