შმელცერიც დარჩა!

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიას“ მარცხენა მცველი მარსელ შმელცერი, რომელიც გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა, დღეს 23 წლის გახდა და იუბილემდე ვესტფალიურ კლუბს ახალ კონტრაქტზე მოურიგდა. „კიკერის“ ინფორმაციით, შმელცერი დორტმუნდელებთან ხელშეკრულებას ორი წლით გააგრძელებს - თუკი აქამდე არსებულ კონტრაქტს ვადა 2012 წლამდე ჰქონდა, ახალი 2014-მდე იმოქმედებს.

ამრიგად, შმელცერიც „ბორუსიას“ ერთგულად რჩება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს BVB-სთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს კევინ გროსკროიტცმა და მარიო გიოტცემ (ასევე 2014 წლამდე). იანვრის დასაწყისში კი ახალ ხელშეკრულებაზე ხელი მეკარე რომან ვაიდენფელერმაც მოაწერა. დორტმუნდელთა მომდევნო მიზანი დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსთან

კონტრაქტის გაგრძელებაა, რომელსაც „ბორუსიასთან“ ხელშეკრულება 2013 წლამდე აკავშირებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ შმელცერით მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰოფენჰაიმი“ იყვნენ დაინტერესებულები.

 

 

.

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული