რუსმა დორტმუნდი დასაჯა! [+VIDEO]

AutoSharing Option

ვინ წარმოიდგენდა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ქულებს მაინცდამაინც „შტუტგარტი“ დააკარგვინებდა? რა თქმა უნდა, ვერავინ! ცხადია, „შტუტგარტი“ ზოგადად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ამ სეზონში ნაღდად ხელწამოსაკრავია - მით უმეტეს მაშინ, როცა სტუმრად თამაშობს. თვითონ განსაჯეთ: შვაბებს შაბათამდე გასვლით მატჩებში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდათ მოპოვებული. და რაკი ბრუნო ლაბადიას გუნდმა „ვესტფალენშტადიონიდან“ ქულის წაღება შეძლო, რატომ ვერ უნდა მოახერხონ ამდაგვარი რაღაცები სხვა გუნდებმა? სწორედ ასეთი კითხვა გაუჩნდა საფეხბურთო გერმანიას ბუნდესლიგის მე-19 ტურის შემდეგ და ყველას იმედი მიეცა, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ნელ-ნელა ისევ

დაიძაბება.

„შტუტგარტთან“ ფრე (უნდა ითქვას, რომ შვაბებს გაუმართლათ) დორტმუნდელებისთვის წაგების ტოლფასი იყო, რაზეც „ბორუსიას“ თავკაც იურგენ კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარიც ნათლად მეტყველებს - თუკი რომელიმე დორტმუნდელი დღეს იმედგაცრუებული არ არის, ესე იგი მას თავში ყველაფერი წესრიგში ვერ აქვსო. კლოპი განსაკუთრებით უკმაყოფილო თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის თამაშით იყო, რომელმაც რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, ანგარიშის გახსნა კი უკვე მე-3 წუთზე მართებდა. პოლონელმა თავდამსხმელმა 57-ე წუთზეც გააოგნა ყველა, ვინც თამაშს უყურებდა - ბურთი ცარიელ კარს დაახლოებით თერთმეტი მეტრიდან ააცილა.

 

ლევანდოვსკი თანაგუნდელმა მატს ჰუმელსმაც გააკრიტიკა, 4-5 რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და რა გასაკვირია, რომ ბოლოს დავისაჯეთო. „ბორუსიას“ დაცვის ბურჯმა წარუმატებლობა ლევანდოვსკის არაკონცენტრირებულობას დააბრალა. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ „ბორუსია“, რომელიც სატურნირო ცხრილის არსებობის ისტორიაში მეასედ უდგას სათავეში, „შტუდგარტთან“ ფრეს შემდეგ ცოტა არ იყოს, ანერვიულდა? ჰუმელსი და კომპანია BVB-ში „მონასტრის არევას“ კატეგორიულად უარყოფენ.

 

შტუტგარტელებს კი, რომლებიც წესით კმაყოფილები უნდა იყვნენ, რადგან მიმდინარე სეზონში საუკეთესო გასვლითი მატჩი ჩაატარეს, სულ სხვა პრობლემები აქვთ. მართალია, „ვესტფალენშტადიონიდან“ თუნდაც იღბლიანი ქულის წაღება ბრუნო ლაბადიას გუნდისთვის დიდი პატივია, მაგრამ შვაბური კლუბი მაინც გასავარდნ ზონაში „ბანაობს“.

 

თუმცა შვაბებს ამ მატჩის შემდეგ იმედი გაუჩნდათ, რომ ფსკერიდან მალე ამოცურავენ. იმედის ნაპერწკალი კი რუსმა თავდამსხმელმა პაველ პოგრებნიაკმა გააღვივა - მან „ბორუსიას“ კიპერ რომან ვაიდენფელერს ძალიან ეფექტური გოლი შეუგდო და ერთ-ერთია იმ 12 ბედნიერიდან, ვინც ამ სეზონში რომანის კარის დალაშქვრა შეძლო.

 

17 წლის იულიან დრაქსლერი ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შალკელი გახდა მათ შორის, ვისაც ძირითად შემადგენლობაში ოდესმე უთამაშია. მისი დებიუტი სასტარტო შემადგენლობის წევრის რანგში „ჰანოვერთან“ გასვლით შეხვედრაში შედგა.

 

„შალკემ“ „ჰანოვერზე“ შური იძია და 1:0 მოიგო, თამაშის შემდეგ კი გელზენკირხენელი ქომაგები იმ ფეხბურთელს ლოცავდნენ, რომელიც ახალგაზრდა დრაქსლერს თითქმის მამად ეკუთვნის - რაულს ვგულისხმობთ, რომლის გოლითაც „შალკემ“ მეორეადგილოსანი დაამარცხა. 33 წლის ესპანელმა ახალგაზრდა თანაგუნდელების, სწორედ დრაქსლერისა და ლუკას შმიტცის კომბინაცია დააგვირგვინა და გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რის გამოც თამაშის შემდეგ ქებით ყველამ ცაში აიყვანა.

 

64 კონტაქტი ბურთთან, ხუთი დარტყმა, ზუსტი პასების 92-პროცენტიანი მაჩვენებელი - რაული კი არ ბერდება, ახალგაზრდავდება! ეს გოლი რაულისთვის რიგით მე-10 იყო მიმდინარე სეზონში და უნდა აღინიშნოს, რომ გასვლით მატჩში პირველად იხეირა.

 

გელზენკირხენელთა მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი კი ამბობს, იმედი გამიჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მომავალ სეზონში ევროტურნირების მიღმა არ დავრჩებითო.

 

რაც შეეხება „ჰანოვერს“: „წითლების“ მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას თავისი ყოფილი გუნდი „შალკე“ მანამდე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული და ახლა პირველად წააგო, თუმცა ჰანოვერში ამ მარცხის გამო ტრაგედიას არ ქმნიან. მით უმეტეს, რომ „წითლებს“ ცუდად არ უთამაშიათ და მინიმუმ ქულა რომ ვერ გადაარჩინეს, ესეც „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერის დამსახურებაა.

„ბაიერნმა“ „კაიზერსლაუტერნი“ 5:1 გაანადგურა და ეს რეკორდმაისტერისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული თამაში გახლდათ. შესაბამისად, მატჩის შემდეგ მიუნხენში ყველა ბედნიერი იყო. გარდა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალისა! ჰოლანდიელი პირველ რიგში პრეზიდენტ ული ჰიონესს შემოუწყრა, რომელმაც მატჩის წინ ვან გაალი ისევ გააკრიტიკა (გაზეთ „ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში). ჰოლანდიელმა თქვა, ბოსებთან ხომ შევთანხმდი, რომ სათქმელს მხოლოდ პირადად მეტყვიან და ჟურნალისტებთან ლაყბობას არ დაიწყებენ, ჰიონესმა კი ეს შეთანხმება დაარღვიაო. ლუისი ფანების რეაქციითაც უკმაყოფილო იყო. „ბაიერნი“ პირველ ტაიმში ძალიან ცუდად თამაშობდა, რის გამოც „ალიანს არენას“ ტრიბუნებიდან მხოლოდ სტვენა ისმოდა და როცა მარიო გომესმა ანგარიში 2:0 გახადა, ვან გაალი ტრიბუნებისკენ შებრუნდა და ფანებს ჟესტიკულაციებით ეკითხებოდა, რას გვერჩითო. და ლუისმა გომესიც გააკრიტიკა - მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

 

ჰოლანდიელი მთლად მტყუანი არ არის. თვითონ განსაჯეთ, მარიომ პირველ ტაიმში ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა, რის გამოც ვან გაალმა მატჩის შემდეგ თქვა, იმ გოლის გატანა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მე-80 და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებიო.

ერთადერთი, ვინც „ბაიერნში“ კრიტიკის ღირსი არ იყო, არიენ რობენი გახლდათ, რომელმაც ამ სეზონში პირველად ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. გარდა ჩვეული თამაშისა, საგოლე პასისა და ბევრი ლამაზი სოლორეიდისა, ჰოლანდიელმა დრიბლიორმა გოლიც გაიტანა და ეს იყო რობენის პირველი გოლი ბუნდესლიგაში 8 მაისის შემდეგ.

„მაინცი“ პირველ წრეში დაფრინავდა და თუ გახსოვთ, ვოლფსბურგში 4:3 მოიგო. ახლა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, კარნავალელები ნელ-ნელა იქით მიდიან, სადაც მათი ადგილია და აი, შაბათსაც დამარცხდნენ - საკუთარ „ბრუხვეგშტადიონზე“, ედონ ჯეკოს გარეშე დარჩენილ „ვოლფსბურგთან“, 0:1. ამ მოგებით „მგლების“ დამრიგებელი სტივ მაკლარენი თანამდებობიდან გათავისუფლებას გადაურჩა და უფრო მეტიც: დიდი შანსია, რომ ამ კვირაში მენეჯერმა დიტერ ჰიონესმა მას „კაიზერსლაუტერნის“ გოლეადორი სრდიან ლაკიჩი უყიდოს. „ბილდის“ ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლაკიჩი „ვოლფსბურგში“ გადავა.

შაბათსვე, „ფრაიბურგმა“ და „ნიურნბერგმა“ ქულები გაიყვეს. „ფრაი“ ფავორიტი იყო, მაგრამ იმდენი საკადრო პრობლემა ჰქონდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა „ნიურნბერგთან“ ფრე სულაც წარმატებად მიიჩნია. შაბათს საღამოს კი, „კიოლნმა“ ბრემენის „ვერდერი“ გაამწარა (3:0). შეგვიძლია ვთქვათ, რომ თხები აზრზე მოვიდნენ, „მუსიკოსებს“ კი ძალიან ცუდად აქვთ საქმე. არ გჯერათ? გადახედეთ სატურნირო ცხრილს...

მომდევნო ტური
28 იანვარი. ლევერკუზენი-ჰანოვერი. 29 იანვარი. შალკე-ჰოფენჰაიმი, ვერდერი-ბაიერნი, ვოლფსბურგი-ბორუსია (დ), ნიურნბერგი-ჰამბურგი, ზტ. პაული-კიოლნი, კაიზერსლაუტერნი-მაინცი. 30 იანვარი. შტუტგარტი-ფრაიბურგი, აინტრახტი-ბორუსია (მ).


ჰამბურგი-აინტრახტი 1:0
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი, კაჩარი (35. რინკონი), ვესტერმანი, აოგო - ტროხოვსკი, ზე რობერტო - პიტროიპა (46. პეტრიჩი), ელია (89. ტეშე) - ბენ-ჰატირა, ვან ნისტელროი.
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, როდე, კლერკი, პეტკოვიჩი (81. კიტელი) - ა. მაიერი (33. კაიო), კიოლერი - ოხსი, ჰალილ ალთინთოფი, ფენინი (73. მ. ჰელერი) - გეკასი.
გოლი: 1:0 პეტრიჩი (65)
გაფრთხილება: არავინ
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 9(4)-6(1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 239

 

ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი 5:1 [VIDEO]
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, პრანიჩი - ვან ბომელი, ლუის გუსტავო (86. ბრენო) - რობენი (74. ჰამით ალთინთოფი), შვაინშტაიგერი, თ. მიულერი - გომესი.
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, ბუგერა (76. იესენი) - პეცოსი (66. ამრი) - კირხი, ტიფერტი, მორავეკი (66. ჰოფერი), ილიჩევიჩი - ნემეცი.
გოლები: 1:0 რობენი (45+1), 2:0 გომესი (46), 2:1 მორავეკი (62), 3:1 გომესი (80), 4:1 გომესი (84), 5:1 თ. მიულერი (91)
გაფრთხილება: კირხი, ტიფერტი, ბუგერა
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 19(9)-13(6); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 69 000

 

ბორუსია (დ)-შტუტგარტი 1:1 [VIDEO]
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - და სილვა, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (64. ბარიოსი), გიოტცე, გროსკროიტცი (86. ფოილნერი) - ლევანდოვსკი (90. შტიპერმანი).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ფუნკი, ტასკი, დელპიერი (64. ნიდერმაიერი), მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი - გენტნერი, ბოკა (46. გებჰარდტი) - შიპლოკი (70. ჰარნიკი), პოგრებნიაკი.
გოლები: 1:0 გიოტცე (43), 1:1 პოგრებნიაკი (84)
გაფრთხილება: შიპლოკი, პოგრებნიაკი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18(7)-7(3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 80 720

 

მაინცი-ვოლფსბურგი 0:1
მაინცი (4-2-2-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი (84. ივანშიტცი), სოტო (16. პოლანსკი) - რისსე, შიურლე - შალაი, ალაგუი (64. ჰოლტბი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - რიტერი (34. პეკარიკი), კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჟოსუე, ჩიგერჩი (74. კალენბერგი) - დეჟაგა, დიეგო (88. მადლუნგი), მანჯუკიჩი - გრაფიტე.
გოლი: 0:1 კიაერი (82)
გაფრთხილება: პოლანსკი - ა. ფრიდრიხი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 14(3)-8(2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 900

 

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 1:1
ფრაიბურგი (4-1-2-2-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - მაკიადი - პუცილა, ფლუმი (68. შმიდი) - როზენტალი (88. ბექთასი), იენდრიშეკი (63. იანო) - კალიჯური.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - იუდტი, ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი, კოენი (55. ოკოტი) - ჰეგელერი (55. ხანდლერი), ექიჩი, აიგლერი (87. მაკი) - შიბერი.
გოლები: 1:0 ფლუმი (32), 1:1 შიბერი (56)
გაფრთხილება: ექიჩი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6(2)-11(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 000

 

ჰანოვერი-შალკე 0:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ (82. შტოპელკამპი) - შლაუდრაფი (13. შტინდლი), რაუში - ია კონანი, აბდელაუ.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - მორიტცი, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი (85. პაპადოპულოსი) - ფარფანი, დრაქსლერი (58. პანდერი) - რაული, ჰუნტელაარი (89. ედუ).
გოლი: 0:1 რაული (33)
გაფრთხილება: შტინდლი - შმიტცი, ნოიერი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11(4)-11(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 49 000

 

კიოლნი-ვერდერი 3:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ანდრეზინიო, ჟერომელი, აიხნერი, ერეთი - ლანიგი, მატუშიკი - პეშკო (85. მაკენა), პოდოლსკი (88. იაბო), კლემენსი (88. იალსინი) - ნოვაკოვიჩი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პასანენი, სილვესტრი - ფრინგსი - ბარგფრედე, კროოსი (39. მარინი) - ჰანტი (75. ვაგნერი) - პისარო, არნაუტოვიჩი (56. ავდიჩი).
გოლები: 1:0 პოდოლსკი (6), 2:0 მატუშიკი (33), 3:0 პოდოლსკი (84)
გაფრთხილება: ჟერომელი, ლანიგი, მატუშიკი - არნაუტოვიჩი, ვიზე
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-25; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 11(5)-3(1); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 45 100

 

ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 1:3
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი - ნორდტვეიტი, შტრანცლი, დანტე, დემსი - მარქსი (73. ჰერმანი), ნოიშტედტერი (86. ბრედლი) - როისი, იდრისუ - ჰანკე, დე კამარგო (58. მატმური).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი (56. ბალაკი), რენატო, კასტრო (94. ბალიტში) - კისლინგი (74. დერდიოკი).
გოლები: 0:1 კადლეცი (37), 0:2 კასტრო (45), 1:2 შტრანცლი (65), 1:3 კასტრო (73)
გაფრთხილება: მატმური - ადლერი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 16(6)-8(4); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 36 696

 

ჰოფენჰაიმი-ზტ. პაული 2:2
ჰოფენჰაიმი (4-3-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - ვაისი (80. მლაპა), რუდი (68. სიგურდსონი), სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი (91. თომალა), ალაბა - იბიშევიჩი.
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი, სამბრანო, გიუნეში, ოშიპკა - ბოლი, მ. ლემანი - მ. კრუსე (77. ნაკი)), ტაკი (86. სუკუტა-პასუ), ბარტელსი - ასამოა (84. ჰენინგსი).
გოლები: 1:0 კომპერი (29), 1:1 მ. კრუსე (51), 1:2 ასამოა (81), 2:2 ალაბა (90)
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი - თორანდტი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 25-16; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10(4)-14(5); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 29 300

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 19 15 2 2 43-12 47
2. ლევერკუზენი 19 10 6 3 39-29 36
3. ჰანოვერი 19 11 1 7 28-28 34
4. ბაიერნი 19 9 6 4 37-22 33
5. მაინცი 19 11 0 8 30-21 33
6. ჰამბურგი 19 9 3 7 29-28 30
7. ფრაიბურგი 19 9 3 7 28-28 30
8. ჰოფენჰაიმი 19 6 8 5 35-26 26
9. აინტრახტი 19 8 2 9 24-25 26
10. შალკე 19 7 4 8 26-25 25
11. ვოლფსბურგი 19 5 8 6 26-26 23
12. ნიურნბერგი 19 6 5 8 23-30 23
13. კაიზერსლაუტერნი 19 6 4 9 29-33 22
14. ვერდერი 19 6 4 9 25-39 22
15. კიოლნი 19 5 4 10 22-34 19
16. ზტ. პაული 19 5 4 10 20-34 19
17. შტუტგარტი 19 4 4 11 34-36 16
18. ბორუსია (მ) 19 3 4 12 28-50 13


ბომბარდირები: 15 - გომესი (ბაიერნი), სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 10 - რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი).

 

 

II ბუნდესლიგა
XIX ტური

 

პადერბორნი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 თურკი (10), 1:0 მორი (32)

 

ოსნაბრიუკი-მიუნხენ 1860 0:1
გოლი: 0:1 ფოლანდი (55)

 

ინგოლშტადტი-დუისბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბუდლე (76), 1:1 შაჰანი (86)

 

კოტბუსი-არმინია 2:1
გოლები: 1:0 კრუშკა (12-პენ), 1:1 ბოლმანი (62), 2:1 პეტერსენი (79-პენ)

 

ალემანია-კარლსრუე 4:2
გოლები: 1:0 შტიბერი (5), 1:1 შტაფელდტი (19), 2:1 აუერი (22), 3:1 არსლანი (26), 3:2 კრებსი (65), 4:2 რადუ (89)

 

ჰერტა-ფორტუნა 4:2
გოლები: 0:1 ლამბერტცი (21), 1:1 რამოსი (29), 2:1 რუკავიცა (51), 2:2 ლამბერტცი (68), 3:2 ლასოგა (76), 4:2 რამოსი (93)

 

ფიურტი-უნიონი 1:0
გოლი: 1:0 კლაუსი (76)

 

ფრანკფურტი-ობერჰაუზენი 4:0
გოლები: 1:0 მიოლდერსი (19), 2:0 ფილინგერი (51), 3:0 მიოლდერსი (55), 4:0 მიოლდერსი (59)

 

ბოხუმი-აუე დღეს

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 19 12 3 4 32-16 39
2. აუგსბურგი 19 11 4 4 37-17 37
3. დუისბურგი 19 10 4 5 33-18 34
4. ფიურტი 19 10 4 5 27-15 34
5. კოტბუსი 19 10 4 5 38-27 34
6. აუე 17 10 4 3 20-18 34
7. ფრანკფურტი 18 10 2 6 30-19 32
8. ბოხუმი 18 10 1 7 24-22 31
9. მიუნხენ 1860 19 8 6 5 24-20 28
10. ალემანია 19 7 6 6 30-28 27
11. ფორტუნა 19 8 1 10 19-23 25
12. უნიონი 19 6 4 9 20-24 22
13. პადერბორნი 19 6 4 9 17-24 22
14. ოსნაბრიუკი 19 5 3 11 26-36 18
15. ობერჰაუზენი 19 5 3 11 15-35 18
16. კარლსრუე 19 4 5 10 25-39 17
17. ინგოლშტადტი 19 3 4 12 20-31 13
18. არმინია 19 2 2 15 14-39 8


* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

 

ბომბარდირები: 13 - პეტერსენი (კოტბუსი); 12 - მიოლდერსი (ფრანკფურტი); 10 - აუერი (ალემანია), თურკი (აუგსბურგი); 9 - ლაუთი (მიუნხენ 1860).

 


III ბუნდესლიგა

დრეზდენი-ბრაუნშვაიგი 1:1, ალენი-კობლენცი 2:3

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული