გერმანიის ჩემპიონ "ბაიერნს" გაუჭირდა ბავარიულ დერბიში, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა 2:1 და ოთხი ტურის შემდეგ "დორტმუნდის" დარად, უდანაკარგოა.
ალექსანდერ ეშვაინმა სტუმრები პირველ ტაიმში დააწინაურა, 77-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაათანაბრა, ხოლო ბოლო წუთზე თომას მიულერმა პენალტით "ბაიერნს" გაამარჯვებინა.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "წლეულს ჯერ "დორტმუნდი" თამაშობს ჩვენზე კარგად, მათ ძალიან მაგარი მწვრთნელი ჰყავთ თომას ტუხელი, მე "დორტმუნდის" თამაშით აღფრთოვანებული ვარ".
დორტმუნდის "ბორუსიამ" კვლავ დამაჯერებლად იმარჯვა, სტუმრად 4:2 დაამარცხა "ჰანოვერი" და ამჟამად
"დორტმუნდმა" ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა აქამდე 4 თამაშში ყველა მოგება და ბურთების ასეთი შეფარდება (15:3) არავის ჰქონია. ბოლო 9 ოფიციალური მატჩი "დორტმუნდმა" მოიგო.
"ვოლფსბურგმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "ინგოლშტადთან", ხოლო "ლევერკუზენი" სულაც დამარცხდა შინ "დარმშტადტან" - 0:1.
ბაიერნი-აუგსბურგი 2:1
გოლები: 0:1 ეშვაინი (43), 1:1 ლევანდოვსკი (77), 2:1 მიულერი (90-პენ)
ლევერკუზენი-დარმშტადტი 0:1
გოლი: 0:1 სულუ (8)
ჰანოვერი-დორტმუნდი 2:4
გოლები: 1:0 სობეხი (18), 1:1 ობამეიანგი (35-პენ), 1:2 მხითარიანი (44), 2:2 სობეხი (53), 2:3 ფელიპე (67 ს.კ.), 2:4 ობამეიანგი (85-პენ)
ჰერტა-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (14), 1:1 სუნჯიჩი (36), 2:1 ლუსტენბერგერი (45)
ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 0:0
აინტრახტი-კიოლნი 6:2
გოლები: 1:0 ა. მაიერი (4), 2:0 კასტაინოსი (15), 3:0 ა. მაიერი (23), 3:1 მოდესტე (28), 4:1 კასტაინოსი (30), 5:1 სეფეროვიჩი (73), 5:2 ჰაინცი (81), 6:2 ა. მაიერი (87)
1. დორტმუნდი - 12 ქულა; 2. ბაიერნი - 12; 3. ვოლფსბურგი - 8; 4. აინტრახტი - 7; 5. ჰერტა - 7.