მე ასეთი არაფერი მინახავს - ხოსეპ გვარდიოლა ლევანდოვსკიმ გააოგნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის VI ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან", მოედანზე შეცვლაზე შესულმა რობერტ ლევანდოვსკიმ სულ რაღაც 9-წუთაინ მონაკვეთში ხუთი გოლი გაიტანა და მიუნხენის "ბაიერნს" ანგარიშით 5:1 გაამარჯვებინა.


ამით პოლონელი თავდამსხმელი გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის, პოკერისა და პენტა-თრიქის ავტორი გახდა. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ თამაშის შემდეგ აღიარა, რომ მსგავსი რამ უწინ არასდროს უნახავს.

"მსგავს რამეს ჯერ არასდროს შევსწრებივარ, არც როგორც მწვრთნელი და არც მოთამაშე. ხუთი გოლი
ცხრა წუთში! ძალიან მახარებს რობერტის ეს წარმატება. როგორია, გუნდი 45 წუთი არცთუ კარგად თამაშობდა, შემდეგ კი ცხრა წუთში ხუთ გოლს იტანას... ეს ჩემთვის ამოუხსნელია", - აქვეყნებს პეპის ნათქვამს "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.

ადვილი წარმოსადგენია, რა ჭკუაზე იქნებოდა მატჩის შემდეგ "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი...

"რაღა უნდა ვთქვა? მსოფლიო დონის თავდამსხმელმა ხუთი გოლი გაგვიტანა და შვიდიც შეეძლო. სულ ესაა.

რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ უნდა გვემართებოდეს. კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ვიცოდით, როგორ უნდა შეგვეკავებინა "ბაიერნი" საკუთარი კარისგან შორს. თანაც, ვერც ტემპს უმატებდნენ. 1:1-ის შემდეგ 50 წამში მეორედაც აღარ უნდა გაგვეშვა.

ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ გაგვანადგურეს", - სინანულით თქვა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული