00:27 08-11-2015
ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნმა" ისევ დიდი ანგარიშით მოიგო [VIDEO]
AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" 4:0 გაანადგურა "შტუტგარტი", ოთხივე გოლი ლიდერმა პირველ ტაიმში გაიტანა. თავი არიენ რობენმა, დუგლას კოშტამ, რობერტ ლევანდოვსკიმ და თომას მიულერმა გამოიჩინეს. ეს პოლონელი ფორვარდის მე-14 გოლია სეზონში.
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "შტუტგარტს" 4-5 კარგი შანსი ჰქონდა. ძნელია, ყოველ სამ დღეში მაღალ დონეზე თამაში და მოგება, მადლობა ამისთვის ჩემ ბიჭებს. ჯერჯერობით, ისინი ყველა ტურნირში ბრწყინვალედ გამოდიან. იმედი მაქვს, ბიჭები ეროვნული ნაკრებებიდან ტრავმების გარეშე დაგვიბრუნდებიან".
თითქმის მთელი თამაში 10 კაცით მოთამაშე "ვოლფსბურგმა" სტუმრად "მაინცთან" 0:2 წააგო. წითელი ბარათი კი მე-13 წუთზე იულიან დრაქსლერმა მიიღო. "ლევერკუზენმაც" 10 კაცით დაასრულა შეხვედრა და შინ "კიოლნთან" 1:2 წააგო. დუბლით გამოირჩა სლოვენიელი დომინიკ მაროჰი.
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" ზედიზედ 6 მატჩის მოგების შემდეგ ფრედ ითამაშა, ამ გუნდსაც ხელი გაძევებამ შეუშალა, შინ "ინგოლშტადტს" დაუზავდა - 0:0. წითელი ბარათი მეორე ტაიმის დასაწყისში გრანიტ ჯაკამ მიიღო.
ბაიერნი-შტუტგარტი 4:0
გოლები: 1:0 რობენი (11), 2:0 დუგლას კოშტა (17), 3:0 ლევანდოვსკი (37), 4:0 მიულერი (40)
ლევერკუზენი-კიოლნი 1:2
გოლები: 0:1 მაროჰი (17), 1:1 ხ. ერნანდესი (33), 1:2 მაროჰი (72)
გაძევება: პაპადოპულოსი (53. ლევერკუზენი)
გლადბახი-ინგოლშტადტი 0:0
გაძევება: ჯაკა (86. გლადბახი)
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 0:0
მაინცი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 დე ბლასისი (31), 2:0 მალი (75)
გაძევება: დრაქსლერი (13. ვოლფსბურგი)
დარმშტადტი-ჰამბურგი 1:1
გოლები: 0:1 ლასოგა (29-პენ), 1:1 ჰელერი (47)
1. ბაიერნი - 34 ქულა; 2. დორტმუნდი - 26; 3. ვოლფსბურგი - 21; 4. ჰერტა - 20; 5. შალკე - 20.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული