ტიაგო ალკანტარა რამდენიმე კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის დაზიანება მიიღო. "ფურია როხამ" საკუთარ მოედანზე მეტოქე 2:0 დაამარცხა, ალკანტარამ კი მოედანი 27-ე წუთზე დატოვა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრები დატოვა და გერმანიაში დაბრუნდა.

"საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე კვირას გამოვტოვებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის", - დაწერა ალკანტარამ საკუთარ "ტვიტერზე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული