ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის დაზიანება მიიღო. "ფურია როხამ" საკუთარ მოედანზე მეტოქე 2:0 დაამარცხა, ალკანტარამ კი მოედანი 27-ე წუთზე დატოვა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრები დატოვა და გერმანიაში დაბრუნდა.
"საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე კვირას გამოვტოვებ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის", - დაწერა ალკანტარამ საკუთარ "ტვიტერზე".