დორტმუნდის "ბორუსია" პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაყიდვას არ აპირებს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი გუნდის ფორვარდის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაშვების წინააღმდეგია.

ფეხბურთელი "დორტმუნდში" ძვირად ფასობს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდს მაინც მოუწევს ფეხბურთელთან გამომშვიდობება, ისინი მასში მინიმუმ 60 მილიონ ევროს მოითხოვენ.

ობამეიანგის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი" და "ბარსელონა" იჩენენ.

გაბონელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გუნდთან 2020 წლამდეა გათვლილი.

26 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული