პარასკევს BVB-ს პირველმა მდევარმა „ლევერკუზენმა“ „ჰანოვერი“ დაამარცხა (2:0) და „დორტმუნდს“ რვაქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა, რითაც „ბაიერმა“ „ბორუსია“ წნეხის ქვეშ მოაქცია. კითხვაზე, ანერვიულდნენ თუ არა დორტმუნდელები, კაგავას გარეშე დარჩენილ კლოპის ბიჭებს პასუხი შაბათს, „ვოლფსბურგთან“
გერმანიის ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ექს-ჩემპიონი მისსავე „ფოლკსვაგენარენაზე“ 3:0 დაამარცხა, თანაც ისე, რომ „შავ-ყვითლებმა“ „მგლებს“ წარმატებაზე ფიქრის შანსიც კი არ დაუტოვეს. ეს იყო დორტმუნდელთა მეათე გამარჯვება გასვლითი შეხვედრებიდან, რაც გუნდის რეკორდია. კაგავა ნახევარდაცვის ცენტრში იდეალურად შეცვალა მარიო გიოტცემ - მატჩს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა და მის თვალწინ 18 წლის გიოტცემ ორი საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მარიომ იმდენად კარგად ითამაშა, რომ შეგვიძლია ვთქვათ: იტალიასთან ამხანაგური მატჩისთვის ბუნდესგუნდის განაცხადში მოხვედრა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. ეს გიოტცესთვის მეორე მატჩი იქნება ბუნდესნაკრებში. არადა, ის ჯერ მხოლოდ 18 წლისაა.
მატჩის შემდეგ კლოპი არა მარტო გიოტცეს, არამედ მთელ გუნდს საუკეთესო ეპითეტებით ამკობდა: „შესანიშნავად ვითამაშეთ! ძალიან, ძალიან ძალიან მაგრად ვითამაშეთ!“ დორტმუნდელთა თურქი საყრდენი და „ვოლფსბურგის“ კარში გატანილი ერთი გოლის ავტორი ნური შაჰინი კი საფინალო სასტვენის შემდეგ უკვე მომდევნო ტურზე ფიქრობდა, რაც ნაღდად არაა გასაკვირი -მომავალ პარასკევს „ბორუსია“ ხომ მოსიხლე მტერ „შალკეს“ მასპინძლობს. „ძალიან მაგარ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენს ქომაგებს შეუძლიათ უხაროდეთ, რომ „შალკესთან“ დერბი სწორედ ახლა გვიწევს,“ - თქვა შაჰინმა. დერბისთვის დორტმუნდელებს მხოლოდ ერთი პრობლემა ექნებათ: ნევენ სუბოტიჩმა მეხუთე გაფრთხილება მიიღო და „შალკესთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
„ვოლფსბურგი“ კი ისევ შავ დღეშია. ამიტომაც იყო, თამაშის შემდეგ „მგლების“ დამრიგებელმა სტივ მაკლარენმა კლუბის ბოს დიტერ ჰიონესს სამშაბათამდე, ანუ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ერთი-ორი ახალი ფეხბურთელის ყიდვა რომ მოსთხოვა. დიდი შანსია, რომ დღეს „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტები შალკელმა ჯეფერსონ ფარფანმა („ვოლფები“ მზად არიან, პერუელში 15 მილიონი გადაიხადონ) და თურქმა თავდამსხმელმა თუნჯაი სანლიმ (სტოკ სიტი) გააფორმონ. „ვოლფსბურგს“ „კაიზერსლაუტერნიდან“ ივო ილიჩევიჩის ყიდვაც უნდა.
ტურისწინა მიმოხილვაშიც ვთქვით, რომ „ვერდერისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება წლების მანძილზე ყოველთვის არა მარტო ტურის, არამედ სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ჯახი იყო ხოლმე, ამჯერად კი, „ვეზერშტადიონზე“ გამართული დაპირისპირება მხოლოდ ჩრდილო-სამხრეთული დუელის სახელს ატარებდა. მიუხედავად ამისა, მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
თავიდან „ვერდერი“ იგებდა, მაგრამ ბავარიელებმა მეორე ტაიმში თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს და მეორე ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ბრემენული კლუბის მდგომარეობა კი სულ უფრო და უფრო დრამატული ხდება. „მუსიკოსები“ გასავარდნ ზონას ძალიან მიუახლოვდნენ. მატჩის გმირი არიენ რობენი გახლდათ, რომელმაც 65-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც „ვერდერს“ ფეხბურთი აღარ უთამაშია, ბავარიელებმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანეს, ანტი-გმირი კი „მუსიკოსების“ მეკარე ტიმ ვიზე გამოვიდა, რომელიც მატჩის მიწურულს ბაიერნელ თომას მიულერს რბილად რომ ვთქვათ, „ცუდად მოექცა“, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
ისე, მიულერს შაბათს ბედი არ სწყალობდა, რადგან მას თანაგუნდელმა რობენმაც შეუტია. ერთ-ერთ მომენტში ჰოლანდიელს სურდა ჯარიმის დარტყმა და მიულერმა ხელით უჩვენა, ეგ შენი კი არა, ჩემი საქმეაო. თომასს ერთობ ამპარტავნული ჟესტი გამოუვიდა, რის გამოც რობენი ყელში სწვდა. მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ ორივე დაშოშმინდა. თამაშის მერე მიულერს ამ ამბავზე ხმა არ ამოუღია, რობენმა კი პირდაპირ თქვა, ეგრე არ უნდა მოქცეულიყო, მან კარგად იცის, რომ ასეთ ჟესტებს ვერ ვიტანო.
„ბაიერნის“ თავკაცი ლუის ვან გაალი გამარჯვებითა და შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა. ჰოლანდიელმა აღნიშნა, უკვე მესამე ადგილზე ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევედით, ეს კი უკვე ძალიან კარგიაო. თავისი გუნდის თამაშით დიდად უკმაყოფილო არც თომას შააფი ყოფილა - დარჩენილ თამაშებში ისე რომ ვიასპარეზოთ, როგორც დღეს „ბაიერნთან“, აუცილებლად დიდ პროგრესს განვიცდით, მაგრამ ვშიშობ, მომავალშიც ხშირად ვითამაშებთ ისე ამაზრზენად, როგორც ერთი კვირის წინ, კიოლნში (0:3) ვიასპარეზეთო.
„ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი კი მსაჯ ტორსტენ კინჰიოფერზე იყო გადარეული, რომელმაც იმ დროს, როცა ანგარიში 1:1 იყო, „ბაიერნის“ კარში ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა (ლუის გუსტავომ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა). ალოფსი ბობოქრობდა, პენალტი რომ დანიშნულიყო, გავიტანდით, წინ გავიდოდით და ამ თამაშს მინიმუმ არ წავაგებდით, ვიზე კი წითელ ბარათს არ აიკიდებდაო.
„შალკემ“ ისევ ჩათვლიმა! ყოველ შემთხვევაში, გელზენკირხენელებმა „ჰოფენჰაიმთან“ ფეხბურთის გარდა ყველაფერი ითამაშეს და 0:1 დამარცხდნენ. რანაირი იდეები, ნული ტემპი, არანაირი საგოლე მომენტები - „ხუმარების“ თავკაცი ფელიქს მაგათი მატჩის შემდეგ გაოგნებული იყო. კლაას-იან ჰუნტელაარი, რომელშიც „შალკემ“ ზაფხულში 14 მილიონი გადაიხადა, საშინელ ფორმაშია, 13 მილიონად ნაყიდმა მანუელ ხურადომ კი „ჰოფესთან“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „შალკე“ 20 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა და ევროპაში გამსვლელ მეხუთე ადგილს ჯერჯერობით ბინოკლით უყურებს. გელზენკირხენელთა ერთადერთი შანსი, ითამაშონ ევროპის ლიგაში, გერმანიის თასია, სადაც ნახევარფინალში არიან. დიდი შანსია, რომ „შალკემ“ დღეს „აინტრახტიდან“ პატრიკ ოხსი (26 წლის მარჯვენაფლანგელი) ან "ანდერლეხტიდან" ჯონათან ლეგეარი (23 წლის ნახევარმცველი) შეიძინოს. ივან რაკიტიჩმა გელზენკირხენული კლუბი უკვე დატოვა (სევილიაში გადავიდა), ფარფანიც მიდის (ვოლფსბურგისკენ) და შაბათს კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ მაგათს ახალი ხალხი სჭირდება. თანაც, წინ რურის დიდი დერბია.
„ჰამბურგი“ ნიურნბერგში დამარცხდა, რამაც ჩრდილოგერმანული კლუბის მდგომარეობა კვლავ დაამძიმა. HშV წელს საშინლად არასტაბილური გუნდია. მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე მსაჯზე კი ბრაზობდა, გოიკო კაჩარი გაძევებას არ იმსახურებდაო, მაგრამ რეალურად არბიტრი არაფერ შუაშია - „ჰამბურგი“ „ნიურნბერგში“ ერთი ქულის აღებასაც კი არ იმსახურებდა. სამაგიეროდ, ჰამბურგის მეორე გუნდის, „ზანკტ პაულის“ ფანებმა გაიხარეს - „პაულიმ“ „მილერნტორზე“ „კიოლნი“ „კედელთან მიაყუდა და ბევრი ურახუნა“ (3:0). „კაიზერსლაუტერნისა“ და „მაინცის“ უმძაფრესი ჯახი კი კარნავალელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა და „მაინციც“ თითქოს გამოცოცხლდა.
მომდევნო ტური
4 თებერვალი. ბორუსია (დ)-შალკე. 5 თებერვალი. მაინცი-ვერდერი, ჰოფენჰაიმი-კაიზერსლაუტერნი, კიოლნი-ბაიერნი, ჰანოვერი-ვოლფსბურგი, ნიურნბერგი-ლევერკუზენი, ბორუსია (მ)-შტუტგარტი. 6 თებერვალი. ჰამბურგი-ზტ. პაული, ფრაიბურგი-აინტრახტი
ლევერკუზენი-ჰანოვერი 2:0
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - ბალაკი, როლფესი - რენატო (92. მ. ფრიდრიხი), ვიდალი, კასტრო (87. ბალიტში) - კისლინგი (76. დერდიოკი).
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი (57. შტოპელკამპი), პინტუ (78. ჩაჰედი) - შტინდლი, რაუში (70. ჯაპკა) - აბდელაუ, ია კონანი.
გოლები: 1:0 ვიდალი (21), 2:0 როლფესი (42)
გაფრთხილება: 0:0; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 11(6)-9(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 28 013
შალკე-ჰოფენჰაიმი 0:1
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მეტცელდერი, პანდერი - მორიტცი (62. ედუ), კლუგე - ფარფანი, დეაცი (46. დრაქსლერი) - ჰუნტელაარი (46. გავრანოვიჩი), რაული.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი - ალაბა - რუდი (74. ვაისი), სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი, ბაბელი (91. იაისლე) - იბიშევიჩი (84. სიგურდსონი).
გოლი: 0:1 ვორსა (4)
გაფრთხილება: მორიტცი, ჰიოვედესი - ბაბელი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10(1)-16(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 60 569
ვერდერი-ბაიერნი 1:3
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - პასანენი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ფრიტცი (80. ვაგნერი), ბარგფრედე - ჰანტი (89. მილიტცი) - პისარო, მარინი (67. ტრინკსი).
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, ლუის გუსტავო - ოტლი, პრანიჩი - რობენი, შვაინშტაიგერი (69. კლოზე), თ. მიულერი - გომესი (80. ბრენო).
გოლები: 1:0 მერტეზაკერი (47), 1:1 რობენი (65), 1:2 მერტეზაკერი (75-საკ. კარში), 1:3 კლოზე (86)
გაფრთხილება: პისარო, პრიოდლი - შვაინშტაიგერი, რობენი
გაძევება: ვიზე (88. ვერდერი)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 9(4)-17(6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 500
ვოლფსბურგი-ბორუსია (დ) 0:3 [VIDEO]
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - პეკარიკი, მადლუნგი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - რიტერი (21. კალენბერგი), ჟოსუე - დეჟაგა, დიეგო, მანჯუკიჩი (46. ჯონსონი) - გრაფიტე (67. მბოკანი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (75. ფელიპე სანტანა), შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (71. ლევანდოვსკი), გიოტცე (88. ზიდანი), გროსკროიტცი - ბარიოსი.
გოლები: 0:1 ბარიოსი (2), 0:2 ნ. შაჰინი (40), 0:3 ჰუმელსი (71)
გაფრთხილება: ა. ფრიდრიხი, პეკარიკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 9(2)-17(8); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 000
ნიურნბერგი-ჰამბურგი 2:0
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი (61. ხანდლერი), ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი - მენდლერი (61. მაკი), კოენი (85. მინტალი), ჰეგელერი, აიგლერი - შიბერი.
ჰამბურგი (4-2-2-1-1): როსტი - დემელი (65. გერერო), კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი, ზე რობერტო - პიტროიპა (46. პეტრიჩი), ელია - ბენ-ჰატირა (55. იანსენი) - ვან ნისტელროი.
გოლები: 1:0 სიმონსი (59-პენ), 2:0 კოენი (70)
გაფრთხილება: ვოლფი - იაროლიმი, როსტი
გაძევება: კაჩარი (69. ჰამბურგი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17(7)-7(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 36 202
ზტ. პაული-კიოლნი 3:0
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი, სამბრანო, გიუნეში, ოშიპკა - მ. ლემანი, ბოლი (66. ბრუნსი) - ბარტელსი, ტაკი (78. სუკუტა-პასუ), მ. კრუსე - ასამოა (86. დრობო-ამპემი).
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ანდრეზინიო (46. ბრეჩკო), მაკინო, აიხნერი, ერეთი - ლანიგი, მატუშიკი (76. იალსინი) - პეჟკო (46. ჟაჟალო), პოდოლსკი, კლემენსი - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 ტაკი (30), 2:0 ტაკი (36), 3:0 ბრუნსი (76-პენ)
გაფრთხილება: პეჟკო, ჟაჟალო, ლანიგი, მატუშიკი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 30(10)-3(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 24 355
კაიზერსლაუტერნი-მაინცი 0:1
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-1-2): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - პეცოსი (69. მორავეკი) - კირხი, ტიფერტი - დე ვიტი (78. ამრი) - ჰოფერი (69. ნემეცი), ლაკიჩი.
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი - კალიჯური, ივანშიტცი (89. კირხჰოფი) - ჰოლტბი (73. შლიშკოვიჩი) - შალაი (12. რისსე), შიურლე.
გოლი: 0:1 ჰოლტბი (23)
გაფრთხილება: დიკი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 17(6)-12(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 46 649
II ბუნდესლიგა
XX ტური
ფორტუნა-ფრანკფურტი 6:0
გოლები: 1:0 ილსო (17), 2:0 ილსო (42), 3:0 ბოდცეკი (49), 4:0 ბაისტერი (56), 5:0 ილსო (81), 6:0 ბაისტერი (89)
ობერჰაუზენი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ლაიტლი (27), 1:1 კიონიგი (47)
აუე-ოსნაბრიუკი 0:1
გოლი: 0:1 დ. შმიდტი (90)
მიუნხენ 1860-დუისბურგი 1:1
გოლები: 1:0 ლაუთი (42), 1:1 შეფლერი (86)
ალემანია-ფიურტი 2:2
გოლები: 0:1 ნიოთე (7), 1:1 აუერი (19), 1:2 ფიურშტნერი (40), 2:2 იუნგლასი (51)
არმინია-ჰერტა 1:3
გოლები: 0:1 რონი (18), 0:2 რაფაელი (39), 0:3 რაფაელი (76), 1:3 ტადიჩი (85)
კარლსრუე-კოტბუსი 1:0
გოლი: 1:0 ბაკლი (8)
უნიონი-პადერბორნი 0:2
გოლები: 0:1 ბრენდი (24), 0:2 გუი-მიენი (57)
აუგსბურგი-ბოხუმი დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 20 13 3 4 35-17 42
2. აუგსბურგი 19 11 4 4 37-17 37
3. დუისბურგი 20 10 5 5 34-19 35
4. ფიურტი 20 10 5 5 29-17 35
5. კოტბუსი 20 10 4 6 38-28 34
6. ბოხუმი 19 11 1 7 26-22 34
7. აუე 19 10 4 5 20-21 34
8. ფრანკფურტი 19 10 2 7 30-25 32
9. მიუნხენ 1860 20 8 7 5 25-21 29
10. ალემანია 20 7 7 6 32-30 28
11. ფორტუნა 20 9 1 10 25-23 28
12. პადერბორნი 20 7 4 9 19-24 25
13. უნიონი 20 6 4 10 20-26 22
14. ოსნაბრიუკი 20 6 3 11 27-36 21
15. კარლსრუე 20 5 5 10 26-39 20
16. ობერჰაუზენი 20 5 4 11 16-36 19
17. ინგოლშტადტი 20 3 5 12 21-32 14
18. არმინია 20 2 2 16 15-42 8
* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა
ბომბარდირები: 13 – პეტერსენი (კოტბუსი); 12 – მიოლდერსი (ფრანკფურტი); 11 – აუერი (ალემანია); 10 – ლაუთი (მიუნხენ 1860), ნანდო რაფაელი (აუგსბურგი).
III ბუნდესლიგა
ზანდჰაუზენი-ბრაუნშვაიგი 0:2, ბაიერნი II-ოფენბახი (გადაიდო), ჰანზა-შტუტგარტი II 0:1, ვეენი-ბურგჰაუზენი 3:0, რეგენსბურგი-ბაბელსბერგი (გადაიდო), ალენი-უნტერჰახინგი 1:1, აალენი-ვერდერი II 1:1, ერფურტი-კობლენცი 3:0, დრეზდენი-ჰაიდენჰაიმი (გადაიდო), ზაარბრიუკენი-კარლ ცაისი 1:3.